LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა ღირს ყველაზე ძვირი ლადა

247

ყველაზე ძვირადღირებული Lada Vesta-ს ფასი ცნობილია. Lada-ს უნივერსალური ვარიანტი Cross, რომელიც 1,8 ლიტრიანი ძრავითაა აღჭურვილი – 14 ათასი დოლარი ეღირება. როგორც კომპანიის დირექტორი ნიკო მორი აცხადებს, ავტომობილი ბაზარზე 2017 წლის ოქტომბერ-ნოემბერში გამოჩნდება და დასაწყისისთვის მხოლოდ რუსეთის ტერიტორიაზე გაიყიდება.

შეგახსენებთ, რომ Lada Vesta-ს მოდიფიცირებული მოდელის პრემიერა ივნისის თვეში შედგა და მისი მთავარი განმასხვავებელი ნიშანი დიდი მოცულობის საბარგულია. ექსპერტთა შეფასებით, ავტომობილი დიდი ოჯახებისთვისაა შექმნილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები