LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა ნივთი უნდა გქონდეთ საბარგულში აუცილებლად?

23

გამოცემა iReactor-ის სპეციალისტებმა მძღოლების ინტერნეტ მოთხოვნები ყურადღებით შეისწავლეს და იმ ხუთი სასარგებლო ნივთის ჩამონათვალი შეადგინეს, რომელიც ნამდვილ მამაკაცს აუცილებლად უნდა ჰქონდეს საბარგულში.

სიის სათავეში დომკრატი იმყოფება, რომელსაც მძღოლები საბარგულის ყველაზე სასარგებლო ინსტრუმენტად მოიხსენიებენ. ოდნავ ნაკლებად მნიშვნელოვანი აღმოჩნდა დენის გადასატანი (ე.წ პერემიჩკა), რომელიც დამჯდარი აკუმულატორის შემთხვევაში დიდ სამსახურს გაგიწევთ. სამეულს ჩეულებრივი ქანჩი ასრულებს, რომელმაც გზაზე შესაძლოა, ფასდაუდებელი სამსახური გაგიწიოთ. შემდეგი აკუმულატორის ფარანია, განსაკუთრებით რთულია პრობლემა კაპოტ ქვეშ აღმოაჩინო მაშინ, როდესაც ბნელა. და ბოლოს, ბენზინით სავსე ავზი განთავსდა. მკვლევარები აცხადებენ, რომ ალბათ არ არის მძღოლი, რომელსაც საწვავის მთელი მარაგი არ ამოუწურავს და ავტოგასამართ სადგურამდე ვერ მიუღწევია. ბენზინიანი ავზი კი ამ დროს საწვავზე ფეხით წასვლისგან გადაგარჩენდათ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები