LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა პრინციპით ირჩევენ ადამიანები მეორე ნახევარს

46

ადამიანები მეორე ნახევრის შერჩევისას ინტელექტს ძალიან დიდ ყურადღებას აქცევენ. აღმოჩნდა, რომ ადამიანთა უმრავლესობა გადაწყვეტილების მიღებისას მხოლოდ გულის ძახილს არ უსმენს და გონებრივი შესაძლებლობებიც ძალიან მნიშვნელოვანია.

ბრიტანელმა და ჰოლანდიელმა მეცნიერებმა ჩაატარეს საერთო კვლევა და დაადგინეს, რომ ადამიანი პარტნიორში თავის მსგავს ინტელექტუალურ შესაძლებლობებს ეძებს. ასეთი დასკვნა ექსპერტებმა 1600 წყვილის დნმ-ის შესწავლის შემდეგ მიიღეს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ადამიანებს არა განსხვავებულები, არამედ თავისი მსგავსები იზიდავენ.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები