LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა საჩუქარი გაუკეთა ჯორდანის ბრენდმა კობი ბრაიანტს

35

მაიკლ ჯორდანის ბრენდმა კობი ბრაიანტს 30 წლის განმავლობაში გამოშვებული Air Jordan-ის ყველა ხაზის ბოტასები აჩუქა.
„ლეიკერსის“ ლიდერმა კარიერის დასრულების აღსანიშნავად 60 წყვილი ფეხსაცმელი მიიღო.
„როდესაც ჩვენ ჯორდანის ბრენდზე ვსაუბრობთ, საუბარი მხოლოდ კალათბურთზე ვერ იქნება. საუბარია იმ მემკვიდრეობაზე, რაც მან დაგვიტოვა. დღეს ბრენდი აჯილდოებს ერთ-ერთ უდიადეს მოთამაშეს იმ მემკვიდრეობისთვის, რაც მან შექმნა“, – განაცხადა ბრენდ Jordan-ის თავკაცმა ლარი მილერმა.
კობისთვის ნაჩუქარი თითოეული წყვილი თეთრ ფერშია გადაწყვეტილი.

 

 

CbEW6NEW8AA4uym

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები