LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა საფრთხის წინაშე დგანან მოქალაქეები, რომლებიც თბილისის მეტროთი მგზავრობენ?

30

„ანტიკორუფციული კავშირის“ თავმჯდომარე გია ბურჯანაძე წინა ხელისუფლების დროს მეტრო სადგურების მოპირკეტებისას დაშვებილ შეცდომებზე საუბრობს.

ბურჯანაძე აღნიშნავს, რომ სადგურებში არ არის დაცული უსაფრთხოების ზომები და მერიას ამ პრობლემით დაინტერესებისკენ მოუწოდებს.

„ყოფილი ხელისუფლების მმართველობის დროს, მიხეილ სააკაშვილს, მეტროში მგზავრობისას გაახსენდა, რომ მაშინ არსებული მეტროები კომუნიზმთან, წარსულ ხელისუფლებასთან ასოცირდებოდსა და მოინდომა, თბილისის მეტროებისთვის იერი შეეცვალა. გასცა ბრძანება, რომ მომხდარიყო, რამდენიმე მეტროს კოსმეტიკური ცვლილება. მართლაც, მოაგებინეს ტენდერი გარკვეულ კომპანიას, რომელმაც მოაპირკეთა მეტროების სადგურები. მინდა გითხრათ, რომ არც ერთ ასეთ მეტროსადგურში ტექნიკური უსაფრთხოების ნორმები, სამხედრო იქნება ეს თუ სამშენებლო, რაც განსაკუთრებით მეტროს შემთხვევაში უნდა იყოს მკაცრად გაწერილი, დაცული არ არის. დაუშვებელია მეტალოპლასტმასის მასალების გამოყენება ისეთი მშენებლობის დროს, რაც უკავშირდება მეტროს, გვირაბებსა და ა.შ. ეს ყველაფერი, თბილისში აბსოლუტურად იგნორირებულია. ვურჩევ ქალაქის მერიას, დროულად, სანამ გვიანი არ არის, გაითვალისწინონ ჩვენი შენიშვნები და მიხედონ ამ საკითხს. წინააღმდეგ შემთხვევაში, თუ სადმე, რომელიმე სადგურზე გაჩნდება ხანძარი, ამოსვლასაც ვერ მოასწრებენ მგზავრები, ისე ჩაიგუდებიან იმ ტოკსიკური გამონაბოლქვებისგან. ამას გია ბურჯანაძე კი არ საუბრობს, ამაზე შესაბამისი დარგის ექსპერტები საუბრობენ“, – განაცხადა გია ბუბურჯანაძემ „ალიასთან“ საუბრისას.

წყარო: ალია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები