LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა საშიში ინგლისის ნაკრების დაცვაა

37

ინგლისის ნაკრების ყოფილმა ფორვარდმა ალან შირერმა აზრი გამოთქვა ეროვნული ნაკრების დაცვის ხაზის შესახებ ევრო 2016-ზე.

“ჩვენს ნაკრებს მუდამ ჰქონდა პრობლემები დაცვის ხაზთან ბოლო დიდ ტურნირებზე. გავიხსენოთ თუნდაც მსოფლიო ჩემპიონატი, როცა ერთ ეპიზოდში შორეულ ძელტან გარი კეჰილმა მარიო ბალოტელი დაკარგა. ევროს წინ, რა თქმა უნდა, დაცვაზე ვნერვიულობ.
ნაკლი გვაქვს დაცვის ცენტრში, არის კეჰილი და სმოლინგი, მაგრამ ჯონ სტოუნსმა ბოლო თვეები საშინლად ჩაატარა.
კარგი ტურნირი ისაა, როცა ფინალში გადიხარ და იგებ, მაგრამ, არა მგონია, რომ ამას მოვახერხებთ დაცვის გამო. ახლა, ინგლისის ნაკრების მცველების წინააღმდეგ რომ მიწევდეს თამაში, ისინი ვერ შემაშინებდნენ”, – განაცხადა შირერმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები