LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა სურთ ქალებს? – 9 საიდუმლო, რომელიც აუცილებლად უნდა იცოდეთ

338
650x350-19-secrets-women-wish-you-knew-slideshow

მზრუნველი კაცი, სექსუალური კაცია
რა სურთ ქალებს? მათთვისაც, ვისაც ეს კითხვა ცხოვრებაში ერთხელ მაინც გასჩენია, ურთიერთობების 9 საიდუმლო გვაქვს. ეს რჩევები ფსიქოლოგებმა ჯანსაღი, ბედნიერი წყვილებისა და შეცვლილი გენდერული როლების შესწავლის შემდეგ დაადგინეს.
საიდუმლო ნომერი 1: ქალები აფასებენ მამაკაცებს, რომლებსაც მათი ემოციური მხარდაჭერა შეუძლიათ.

რაინდები კვლავ აქტუალურია
როდესაც რომანტიკაზე ვსაუბრობთ, ბევრ ქალს მოსწონს როდესაც მამაკაცს ტრადიციული მასკულინური როლი აქვს მორგებული. ჯენტლმენების ერა ჯერ კიდევ არ გადაშენებულა.

ჩაიცვი რათა გააოცო
სტილი შეიძლება ხშირად შეიცვალოს, თუმცა მამაკაცი ყოველთვის მოწესრიგებული უნდა იყოს. ჩაცმულობა ურთიერთობის ყველა ეტაპზე მნიშვნელოვანია.

არ შეუსწორო
როდესაც ქალებს რაღაც აწუხებთ, მოსმენა განსაკუთრებით სჭირდებათ. ხშირად ასეთ დროს რჩევების მიცემაც ზედმეტია ხოლმე.
თავის დაქნევა საკმარისი არ არის
მოსმენა მნიშვნელოვანია, თუმცა ქალებს იმის ცოდნაც სჭირდებათ, რომ მათი ნამდვილად გესმით. ასეთ დროს გაჩუმება საუკეთესო არჩევანი ნამდვილად არ არის.

არ იჩქარო
მამაკაცები ხშირად ცდილობენ, რომ სექსისკენ გზა სწრაფად გაიკვალონ. თუმცა, ქალების უმრავლესობას აჩქარებული სცენარი არ მოსწონს. როგორც ფსიქოლოგთა ნაწილი ფიქრობს, ქალებს სურთ სექსი, თუმცა უნდათ რომ მასთან განსხვავებულად მივიდნენ. მათ რომანტიკა, დროის ერთად გატარება, ფლირტი ესაჭიროებათ.

უსაფრთხო სექსი
უსაფრთხო სექსი არის რაღაც, რაზეც ორივე მხარე უნდა ფოკუსირდეს. თუმცა, როდესაც ინიციატორი მამაკაცია, ქალი თავს ბევრად უფრო დაცულად გრძნობს.

შენი პერანგი სიყვარულის მაგნიტია
შეგიმჩნევიათ თუ როგორ უყვარს თქვენს პარტნიორს თქვენი ტანსაცმელი? ზოგიერთი კვლევით დგინდება, რომ საყვარელი მამაკაცის სუნი ქალზე დამამშვიდებელ ეფექტს ახდენს.

ურთიერთობაზე საუბარი საშიში არ არის
როდესაც ქალს ურთიერთობაზე საუბარი სურს, ეს არ ნიშნავს იმას რომ რაღაც არასწორად გააკეთეთ. უბრალოდ ქალებს ურჩევნიათ ყველაფერი გარკვეული იყოს, რა ეტაპზეა ურთიერთობა, რას აკეთებთ სწორად და რას არასწორად. არ დაგავიწყდეთ, რომ კომუნიკაცია ადამიანებს აახლოებთ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები