თურქეთის ჩემპიონატის მოთამაშემ 12-მატჩიანი დისკვალიფიკაცია მიიღო ფეისბუქში დაწერილი პოსტისთვის.
პუბლიკაცია იდეოლოგიურ პროპაგანდად შეფასდა.
მოკლედ, საქმე რაშია: „ბურსასპორთან“ (2:1) თურქეთის თასის 1/8 ფინალური მატჩის შემდეგ, „ამედსპორის“ მოთამაშე დენიზ ნაკი ფეისბუქზე შევიდა და დაწერა: „ამ გამარჯვებას ვუძღვნით მათ, ვინც საკუთარი სიცოცხლე შეწირა და დაიჭრა ჩვენს მიწაზე რეპრესიების შედეგად. ჩვენ „ამედსპორში“ თავი არ დაგვიხრია და არც ვაპირებთ ამის გაკეთებას. ჩვენ მოედანზე თავისუფლების რწმენით გავედით და მოვიგეთ“.
დენიზ ნაკი ქურთია და უკვე გასაგები ხდება რატომაც დაწერა ასეთი რამ და რამაც გამოიწვია ამხელა აჟიოტაჟი. მისი პოსტი არასპორტულად შეაფასეს, 12 მატჩით ფეხბურთის თამაში აუკრძალეს და დაახლოებით 6 ათასი ევროთი დააჯარიმეს.
ესეც არასპორტულია, თუმც აღვნიშნოთ, რომ ბოლო დროს თურქულ-ქურთული კონფლიქტის გამწვავება შეინიშნება.