LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ თვითმფრინავში არ გაგვქურდონ

170
airplane

თვითმფრინავის მგზავრებს გაუმხილეს მარტივი მეთოდები, რომელიც მათ რეისების დროს ქურდობისგან დაიცავს. ეს რჩევები სადაზღვეო კომპანია World Nomads Travel Insurance-მა გაავრცელა.

გენერალუტი დირექტორის ჯონათან ფრენკჰემის თქმით, ფული და სხვა ძვირფასი ნივთები უმჯობესია ყოველთვის ჯიბეში ჰქონდეთ ანდაც წელის ჩანთაში შეინახოთ. გარდა ამისა, უნდა გამოიყენოთ მყარი ზურგჩანთა, კარგი საკეტით დ აის მეზობელ რიგში სავარძლის თავზე ისე უნდა დადოთ, რომ მუდმივად ხედავდეთ და ზუსტად იცოდეთ თუკი ვინმე თქვენს ნივთებს შეეხება.

თუკი მიუხედავად ყველაფრისა, რაღაც ნივთს მაინც დაკარგავთ, დაუყოვნებლივ უნდა მიამრთოთ ავიაკომპანიის თანამშრომლებს. ავია გადამზიდი ვალდებულია წარმოგიდგინოთ დოკუმენტი, რომელიც ნივთის დაკარგვის თუ ქურდობის ფაქტს დაადასტურებს. მომავალში ეს დოკუმენტი სარჩელის შეტანაში დაგეხმარებათ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები