LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა უნდა ქნათ თუკი Wizz Air-ის ფრენა გაუქმდა ან გადაიდო? რა გამოსავალს გვთავაზობს თავად კომპანია?

192
wizzairbykutaisiairport

თუკი გავითვალისწინებთ თუ რამდენ რეისს აუქმებს ავიაკომპანია Wizz Air ყოველ წელს, ყოველ თვე და ლამის უკვე ყოველ კვირაც, ცუდი არ იქნება ჩვენი უფლებები უკეთ ვიცოდეთ და წარმოდგენა გვქონდეს, თუ რას გვთავაზობს თავად ავია გადამზიდი ასეთ სიტუაციებში.

როგორც Wizz Air-ის ოფიციალურ საიტზე ვკითხულობთ, რეისის დაგვიანების ან გაუქმების შემთხვევაში, შემდეგი ვარიანტები გვაქვს:

  1. შეგიძლიათ ხელახლა დაჯავშნოთ მომდევნო ხელმისაწვდომი რეისი იმავე/მსგავსი მარშრუტით.. ამას გარდა, თუ იმავე ან მომდევნო დღეს ხელმისაწვდომი რეისები არ იქნება (სხვა თარიღები კი თქვენთვის შეუსაბამო აღმოჩნდება), საშუალება გექნებათ, რომ საკუთარი მგზავრობა დაგეგმოთ სხვა ავიაკომპანიის მეშვეობითა თუ შესაბამისი სატრანსპორტო საშუალებით (კერძოდ, მატარებლით, ავტობუსით ან დასაქირავებელი ავტომანქანით). გაითვალისწინეთ, რომ ალტერნატიული ტრანსპორტი უნდა შეესაბამებოდეს ანალოგიურ სატრანსპორტო პირობებს, რომლებიც შემოთავაზებულია თქვენი დანიშნულების ადგილამდე გადაადგილებისთვის. შესაბამისი გონივრული და სათანადოდ დოკუმენტირებული გადასახადები და ხარჯები შეგიძლიათ ჩვენ მიერ ასანაზღაურებლად წარმოადგინოთ wizzair.com-ის მეშვეობით. შესაბამისად, არ დაგავიწყდეთ ნებისმიერი ასეთი ალტერნატიული მგზავრობის (მატარებლის ბილეთის ან საწვავის) ხარჯთან დაკავშირებული ყველა ქვითრისა და ინვოისის შეგროვება და გადმოგზავნა;
    ან
  2. შეგიძლიათ გააუქმოთ ჯავშანი და მოითხოვოთ თანხის დაბრუნება WIZZ კრედიტის სახით თქვენს WIZZ ანგარიშზე. WIZZ კრედიტის ნაცვლად შეგეძლებათ თანხის დაბრუნების მოთხოვნა გადახდის თავდაპირველად გამოყენებული მეთოდის მეშვეობითაც.
    გარდა ზემოთ აღნიშნულისა, თურმე კომპანია ორ უფასო სატელეფონო ზარსაც გვთავაზობს და თუკი აღნიშნულს ვერ უზრუნველყოფს, კომუნიკაციისთვის გაწეული ხარჯების ანაზღაურების პირობასაც დებს.
    მარშრუტის შეცვლისას, ავიაკომპანია ვალდებულია სასტუმროში განთავსება და აეროპორტამდე ტრანსფერიც (და პირიქითაც) საკუთარ თავზე აიღოს და თუკი ამ მომსახურებას ვერ უზრუნველყოფს, მაშინ კვებაზე, სასტუმროსა და ტრანსფერზე გაწეული ხარჯები სრულად უნდა აანაზღაუროს.
    თუმცა, Wizz-ის ოფიციალურ საიტზე ისიც წერია, რომ ეს ხარჯები გონივრული ოდენობის ფარგლებში უნდა იყოს და ინვოისებიც შენახული უნდა გქონდეთ. რამდენია გონივრული თანხა ავიაკომპანიისთვის – რთული სათქმელია.

    დაბოლოს, რაც შეეხება კომპენსაციებს:
    1500 კილომეტრ მანძილზე ნაკლები ფრენისთვის 250 ევროს მიიღებთ. თუკი მანძილი 1501-3500 კილომეტრის ფარგლებშია – თანხა 400 ევრომდე იზრდება. ხოლო, თუკი ფრენა 3500 კმ ან მეტი იყო და ევროკავშირის საზღვრებს სცდებოდა, კომპენსაცია 600 ევროა.

    თუმცა, აქაც არის გარკვეული გამონაკლისები. თანხას ვერ მიიღებთ, თუკი გაუქმების შესახებ შეტყობინება მიიღეთ:

    • დაგეგმილ მგზავრობამდე 2 კვირით ადრე;

    • რეისამდე 2 კვირასა და 7 დღეს შორის პერიოდში და შემოგთავაზეს Wizz Air-ის სხვა რეისი, რომელიც მიფრინავს თავდაპირველი რეისთან შედარებით არაუგვიანეს 2 საათისა, ხოლო დანიშნულების პუნქტში მისი ჩაფრენის დრო თავდაპირველი ჩაფრენის დროს აღემატება არაუმეტეს 4 საათით;

    • რეისამდე 7 დღეზე ნაკლებ პერიოდში და შემოგთავაზეს Wizz Air-ის სხვა რეისი, რომელიც მიფრინავს თავდაპირველ რეისამდე არაუგვიანეს 1 საათისა, ხოლო დანიშნულების პუნქტამდე მისი ჩაფრენის დრო თავდაპირველი ჩაფრენის დროს აღემატება არაუმეტეს 2 საათით.

    თანხას ვერ მიიღებთ მაშინაც, თუკი რეისი საგანგებო ვითარების გამო გაუქმდა.
    საგანგებო ვითარებაში იგულისხმება (მაგრამ ამით არ შემოიფარგლება) შემდეგი: შეფერხებები საჰაერო მოძრაობის მართვის მუშაობაში, რთული მეტეოროლოგიური პირობები, გაფიცვები (გარდა Wizz Air-ის თანამშრომლებიც გაფიცვისა), ტერორიზმის საფრთხე ან უსაფრთხოების ნორმების დარღვევა, აეროპორტის ან ასაფრენ-დასაფრენი ზოლის დაკეტვა, სამოქალაქო არეულობები, სტიქიური უბედურებები და ფრენის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული პრობლემები.


გაზიარება
გაზიარება

კომენტარები