LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა უნდა ვიცოდეთ იმისათვის, რომ საწვავი დავზოგოთ

17

ავტომობილის მფლობელთათვის ერთ-ერთი მთავარი საზრუნავი და მტიკვნეული საკითხი საწვავის მოხმარების ხარჯია. კითხვა – ბევრს წვავს – ლამის დევიზად არის ქცეული.

 თუ რამდენიმე წესს დაიცავთ, თქვენი ავტომობილის საწვავის მოხმარება შესამჩნევად შემცირდება.

საწვავი უფრო მეტად იხარჯება, როდესაც ჰაერის ფილტრი დაბინძურებულია, ამიტომ პირველ რიგში საჭიროა ძრავზე დაკვირვება. მისი შემოწმება დიდ სირთულეს არ წარმოადგენს. თუ მასში მზის სხივები გაივლის, ესე იგი ჰაერის ფილტრი სუფთაა და პრობლემაც არ არის.

ზეთის ხარისხი, ჰაერის წნევა საბურავებში, სისწრაფე, დამატებითი აღჭურვილობა, მართვის მანერა, ავტომობილის წონა და გადაცემათა კოლოფი – ეს ის მნიშვნელოვანი ფაქტორებია, რომელსაც ყურადღება უნდა მიაქციოთ.

მართალია მაღალი ხარისხის ზეთის შეძენა შედარებით ძვირი დაგიჯდებათ, მაგრამ ეს საჭიროა, რათა უკეთ გაწმინდოს ძრავის დეტალები.

თუ საბურავებში ჰაერის წნევა დაბალია, ასევე საჭიროა მისი საჭირო ზომამდე გაზრდა.

ყველა ადამიანმა იცის, იქნება ეს მძღოლი თუ არა, რომ თუ ავტომობილი მაღალი სისწრაფით მოძრაობს, ამ შემთხვევაში საწვავი უფრო მეტად იხარჯება.

ავტომობილის ელექტრონულ სისტემასთან დაკავშირებული ფაქტორები, რომელიც გულისხმობს კონდინციონერს, გათბობას, ანთებულ ფარებს, აუდიო სისტემას და ა.შ. გარკვეულწილად მოქმედებს საწვავის ხარჯზე.

ამიტომ შეგიძლიათ კონდინციონერის ჩართვის ნაცვლად ფანჯარას ჩაუწიოთ.

რაც შეეხება მართვის მანერას, მოერიდეთ მკვეთრ სტაარტსა და დმუხრუჭებას. ასევე, თუ თქვენს საბარგულში არასაჭირო ნივთებია, მოაშორეთ, რადგან ავტომობილის წონაც კი მოქმედებს საწვავის ეკონომიაზე.

თუ ავტომობილი მექანიკურ კოლოფზეა მოწყობილი, 15-20%-ით ნაკლებ საწვავს მოიხმარს, ვიდრე ავტომატური გადაცემათა კოლოფის მქონე ავტომობილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები