LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რაჭაში სამონადირეო ტურიზმის განვითარება იწყება

23

რაჭაში, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გადაწყვეტილებით, სამონადირეო მეურნეობა იქმნება. პროექტი საპილოტეა და მას გაერო-ს სურსათისა და სოფლის მეურნეობის საერთაშორისო ორგანიზაცია FAO აფინანსებს.

სამუშაოები გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სსიპ ეროვნული საშენი მეურნეობის მიერ განხორციელდება. „რაჭაში, სამონადირეო ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა და ამ თვალსაზრისით ევროპული ტიპის სამონადირეო მეურნეობის შექმნა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია რეგიონისთვის“, – განაცხადა რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის გუბერნატორმა არჩილ ჯაფარიძემ.

მისივე თქმით, სამონადირეო მეურნეობის შექმნა ხელს შეუწყობს ცხოველთა სახეობების აღდგენას, მხარეში ტურიზმის სხვადასხვა სახეობის განვითარებას, მოსახლეობის დასაქმებას და სოციალურ–ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას.

საერთაშორისო ორგანიზაცია FAO-ს დაფინანსებით, საპილოტე პროექტის განხორციელება ლუხუნის ხეობაში იგეგმება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები