0 ივნისს რადიოჰოლდინგ „ფორტუნას“ 20 წლის საიუბილეო ღონისძიება და ქართული სიმღერის კონკურსში ”ოქროს ტალღა 2017” გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონია გაიმართება.
როგორც ”ინტერპრესნიუსს” ღონისძიების ორგანიზატორებმა აცნობეს, საიუბილეო საღამოზე რადიოჰოლდინგის სპეციალური სტუმარი ფრანგი შემსრულებელი და ინსტრუმენტალისტი, პოპულარული ჯგუფის, Modjo–ს ყოფილი სოლისტი იან დესტალი იქნება.
”მუსიკალური პროექტი, რომელსაც წარმოადგენს რადიო ჰოლდინგი „ფორტუნა“ („ფორტუნა“, „ფორტუნა პლუსი“, „არ დაიდარდო“ და „ავტორადიო“), მეხუთე წელია, რაც საქართველოში ხორციელდება და ახალგაზრდა მომღერლების აღმოჩენას, ასევე ცნობილი შემსრულებლების, კომპოზიტორების, ამ სფეროს წარმომადგენლების მხარდაჭერას ისახავს მიზნად. წლის სიმღერის კატეგორიაში გამარჯვებულს რადიოჰოლდინგი „ფორტუნა“ გადასცემს ფულად პრიზს 5 ათასი ლარის ოდენობით. სხვა ნომინაციებში გამარჯვებულებისთვის კი მზადდება ქანდაკება „ოქროს ტალღის“ ლოგოტიპით, რომელიც სპეციალურად პროექტისთვის მოქანდაკე ირაკლი წულაძემ შექმნა. ვრცლად