მოდის ინდუსტრია აგრძელებს ჩვენებების კალენდრის გამარტივებას. ავანგარდში ამჯერად რაფ სიმონსი აღმოჩნდა, რომელმაც Calvin Klein-ის მამაკაცისა და ქალის ტანსაცმლის ჩვენების გააერთიანება გადაწყვიტა. ამგავრი გადაწყვეტილება დიზაინერმა ამერიკული მოდის სახლის შემოქმედებითი დირექტორის პოსტზე დანიშვნის შემდეგ მიიღო.
Calvin Klein-ის ახალი კოლექციის გაერთიანებული ჩვენება 10 თებერვალს გაიმართება ნიუ-იორკში. მანამდე კი, დიზაინერი პუბლიკას საკუთარი ბრენდით შექმნილ მოდელებს წარმოუდგენს.