ცოტა ხნის წინ რაფ სიმონსმა Calvin Klein-ის მოდის სახლის ხელმძღვანელობა ჩაიბარა და მართალია, ძალიან დაკავებულია, მაგრამ მაინც გამონახა დრო მორიგი კოლაბორაციისთვის. ბელგიელმა დიზაინერმა შთაგონებად კლასიკური პერანგი – პოლო აირჩია და მართალია, რადიკალური ცვლილებები ვერ შეიტანა, მაგრამ ახალი ქსოვილით, არასტანდარტული ფერებით და ასიმეტრიული დეტალებით, მაინც შესძინა სპორტულ პერანგს ავანგარდული მოდის იერი. ახალი კოლექციის – Fred Perry x Raf Simons ყიდვა უკვე შეიძლება ბრენდის ინტერნეტ-მაღაზიაში.