LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რაფა ნადალს „როლან გაროსზე“ თამაში სურს

55
117406456-607932139887226-4813256906915510213-n

მსოფლიოს მეორე ჩოგანმა რაფაელ ნადალმა გამოთქვა იმედი, რომ წელს „როლან გაროსი“ აუცილებლად გაიმართება და ის ტურნირში მონაწილეობას შეძლებს.

„მჯერა, რომ როლან გაროსი გაიმართება. ტურნირისთვის ვემზადები, თუმცა მოვლენების განვითარებასაც ვაკვირდები. ბოლო რამდენიმე კვირაა სიტუაცია უარესდება. იმ შემთხვევეში, თუ გარემოებები ამის საშუალებას მომცემს, ტურნირში მონაწილეობას აუცილებლად მივიღებ”, – დაწერა რაფამ „ტვიტერის“  საკუთარ გვერდზე.

რაც შეეხება რომის მასტერსს, რომლეიც “როლან გაროსის“ წინ გაიმართება, ესპანელს მასში მონაწილეობასთან დაკავშირებით ჯერჯერობით გადაწყვეტილება არ მიუღია.

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ტერიტორიაზე არსებული ეპიდსიტუაციის გამო ნადალი ამერიკის ღია პირველობაზე არ გაემგზავრება.

წელს „როლან გაროსი“ 27 სექტემბრიდან 11 ოქტომბრამდე უნდა გაიმართოს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები