LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რამ დააბრუნა ბავშვობაში ნიკოლოზ რაჭველი და სად დაპატიჟა ცნობილი მეგობრები

10

ნიკოლოზ რაჭველი გუშინ ამბროლაურის საპატიო მოქალაქე გახდა. მიღებული სიგელით ძალიან ამაყობს და სოციალურ ქსელში განათავსა, ამ ამბავს კი სპეციალური სტატუსი მიუძღვნა:
„გუშინ ამბროლაურში გაიმართა რაჭის ფუძის დღესასწაული, სადაც დამაჯილდოვეს საპატიო მოქალაქის წოდებით!

გულწრფელად შემიძლია ვთქვა, რომ ისე ბედნიერი და გახარებული დიდი ხანია არ ვყოფილვარ! ჩემთან ერთად იყვნენ ეროვნული ორკესტრის მუსიკოსები, ნატო მეტონიძე, ნინო ქათამაძე, „შვიდკაცა“, გიორგი ცაგარელი, გიორგი შამანაური და კიდევ არაერთი ჩემი მუსიკოსი მეგობარი! იმპროვიზებული კონცერტიც გავმართეთ და ბანკეტზეც მოვილხინეთ.

რაც მთავარია, ჩემს სოფელში სადაც ჩემი მამაა დაკრძალული და ჩემს უყურადღებოდ მიტოვებულ კარ-მიდამოში, რომელიც უკვე ძლივს უძლებს დიდ თოვლიან ზამთრებს, ჩემი მეგობრები მყავდა მიყვანილი. ალბათ, 90-იანი წლების შემდეგ პირველად იყო ჩემი ეზო ასე მხიარული, ჩემი კერა ასე აჟრიამულებული. პირველად აიწია ხვანჭკარით სავსე ჭიქები და მე ვიყავი ძალიან ძალიან გახარებული, ბავშვობაში დავბრუნდი, დროში, როდესაც ჩქეფდა რაჭაში ცხოვრება, დღეს კი ჩემს სოფელში თითქმის აღარავინ ცხოვრობს, ვენახები და ყანები საძოვარ მინდვრებადაა ქცეული, საბუხრე მილებიდან აღარ ამოდის სიცოცხლის მანიშნებელი კვამლი…

ძალიან მინდა, რაჭაში მუსიკალური ფესტივალი დავაარსოთ და საერთაშორისო სტუმრები, სახელგანთქმული შემსრულებლები ჩამოვიყვანოთ. არ მგონია, ვინმე ეზიაროს ამ სილამაზეს და დაუვიწყარი შთაბეჭდილება არ გაჰყვეს სიცოცხლის ბოლომდე!

ყველას გიხდით დიდ მადლობა,ს ჩემი განცდის წასაკითხად დრო რომ დახარჯეთ! თქვენი რაჭველი…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები