LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რამდენი ავტომობილი გაიყიდა მთელ მსოფლიოში თებერვლის თვეში

116
რამდენი ავტომობილი გაიყიდა მთელ მსოფლიოში თებერვლის თვეში

მსოფლიო ავტო ბაზარი 8%-ით გაიზარდა. 2025 წლის თებერვალში ახალი მსუბუქი და კომერციული მანქანების გაყიდვები 6 565 191 ერთეულამდე გაიზარდა, რაც 2024 წლის ანალოგიურ თვესთან შედარებით 8,3%-ით უფრო მეტია. თუმცა, 2025 წლის იანვართან შედარებით გაყიდვებმა იკლო, იანვარში 6 782 098 მანქანის რეალიზება მოხერხდა. წლიური შეჯამებით ყველაზე შთამბეჭდავი ზრდა ჩინეთში იყო.

ჩინეთი პლანეტის უდიდეს ავტო ბაზრად რჩება. თებერვალში იქ 1 626 137 ავტომობილი გაყიდეს, რაც 2024 წლის ზამთრის ბოლო თვესთან შედარებით 36%-ით უფრო მეტია. თუმცა, 2025 წლის იანვრისთვის ჩინეთის ბაზარიც შენელდა და მხოლოდ 1 963 464 მანქანის გაყიდვა მოხერხდა. თებერვლის შედეგი აშშ-ში  – 1 230 461 მანქანაა, რაც 2024 წლის თებერვალთან შედარებით 1,8%-ით უფრო ნაკლებია. დასავლეთ ევროპაში მოთხოვნა 4,4%-ით შემცირდა და 974 698 ერთეული შეადგინა, ხოლო აღმოსავლეთში 10,6%-ით შემცირდა, 310 727 ეგზემპლარამდე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები