პრემიერლიგის კლუბებმა საფეხბურთო აგენტებს ბოლო წლის განმავლობაში 300 მლნ ევროზე მეტი გადაუხადეს.
ინგლისის საფეხბურთო ასოციაციამ ბოლო წლის ფინანსური აუდიტის შედეგები გამოაქვეყნა, რომლის თანახმად აღნიშნულ პერიოდში პრემიერლიგის კლუბებმა აგენტების მომსახურებაში 304 მლნ.ევრო გადაიხადეს.
გამოცემა The Sun-ის ცნობით, 2018 წლის 1 თებერვლიდან 2019 წლის 21 იანვრამდე პერიოდში “ლივერპულმა” 51,8 მლნ ევრო გადაუხადა აგენტებს და ამ მაჩვენებლით სოლიდურად გაუსწრო მეორეადგილოსან “ჩელსის”, რომლის მსგავსმა დანახარჯმაც დროის იგივე მონაკვეთში 20,4 მლნ.ევროთი ნაკლები შეადგინა.
“მანჩესტერ სიტიმ” იმავე დროის განმავლობაში საფეხბურთო აგენტებს 28,1 მლნ ევრო გადაუხადა, “მანჩესტერ იუნაიტედმა” – 23,42 მლნ ევრო.
ყველაზე ნაკლები ფული ბოლო წელს საფეხბურთო აგენტების მომსახურებაში “ბარნლიმ” გადაიხადა – მხოლოდ 3,51 მლნ ევრო.
ჩემპიონშიპში მსგავსი მაჩვენებლით “სტოკ სიტი” ლიდერობს (8,2 მლნ ევრო).
მარტის ბოლოს ინგლისის პრემიერლიგამ მატჩების საზღვარგარეთ ტრანსლირების უფლება 4,7 მლრდ ევროდ გაყიდა.