LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რამდენიმე საათში გაირკვევა, რომელი სიმღერით წარდგებიან ნიკა კოჩაროვის & Young Georgian Lolitaz ევროვიზიაზე

50

Ardaidardo.Geრომელი სიმღერით წარდგებიან ნიკა კოჩაროვის & Young Georgian Lolitaz ევროვიზიის რიგით 61-ე კონკურსზე 15 თებერვალს გადაცემა “კომუნიკატორის” ეთერში გახდება ცნობილი.

4 თებერვლიდან, მაყურებელს 5 სიმღერიდან ერთ-ერთის არჩევის საშუალება აქვს. მათი მოსმენა და შეფასება შესაძლებელია პირველი არხის ეთერში და ვებგვერდზე – 1 tv.ge. სატელეფონო ზარები სტაციონალური ტელეფონიდან და მოკლე ტექსტური შეტყობინების გაგზავნა უფასოა. ხმის მიცემა მიმდინარეობს ასევე, ინტერნეტსივრცეში – http://1tv.ge/ge/tvshows/view/589.html

ხუთივე სიმღერას: Midnight Gold, Pain in my Heart, Right or Wrong, Sugar and Milk, Weagree – მაყურებელთან ერთად, შეაფასებს საერთაშორისო ჟიური, რომელიც ოთხი წევრიგან შედგება და თითოეულ მათგანს დიდი გამოცდილება აქვს ევროვიზიასთან დაკავშირებით.

2016 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსი სტოკჰოლმში ჩატარდება. გრანდიოზულ სანახაობას Globe Arena უმასპინძლებს. კონკურსის ნახევარფინალები 10 და 12, ხოლო ფინალი 14 მაისს გაიმართება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები