როდესაც მოდის ზეთის შეცვლის დრო, შეკითვას ”ჩავამატო თუ არა” მნიშვნელობა ეკარგება და მთავარი ამოცანა, ზეთის სწორად შერჩევა ხდება.
როგორც წესი, ავტომოყვარულები ეტიკეტირებას ნაკლებ ყურადღებას აქცევენ, რაც დიდი შეცდომაა. იმიტომ, რომ აქ შეიძლება ჩვენთვის ძალიან საინტერესო და საყურადღებო ინფორმაციას გავეცნოთ. იმისთვის, რომ ეტიკეტირებაზე დატანილი ინფორმაცია გავშიფროთ, აუცილებელია გვქონდეს შესაბამისი ცოდნა…
პირველი რაც ეტიკეტირების გაშიფვრისას თვალში გვხვდება, ზეთის სიბლანტის აღმნიშვნელი წარწერებია. მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ზეთის ხარისხი სწორედ მისი სიბლანტის მიხედვით დგინდება, რომლის აღმნიშვნელიც W ნიშანი გახლავთ. მაგალითად: 5W-40, 10W-40 და ა.შ. რას ნიშნავს ეს ციფრები?
პირველი ციფრი W (Winter-ზამთარი) აღნიშნავს დაბალი ტემპერატურის პირობებში მისი გადამუშავების პროცესს. პირველი ციფრი აღნიშნავს, თუ რამდენად ადვილად იმოძრავებს ზეთი სისტემაში, რამდენად სწრაფად მოხვდება ის ძრავში და რა ძალას ხარჯავს ავტომობილი მის გამოსაყენებლად. ხოლო ციფრი, რომელიც ტირეს შემდეგ არის აღნიშნული, აღნიშნავს ზეთის მაღალტემპერატურულ სიტუაციაში გამძლეობის კოეფიციენტს.
ცდება ის, ვისაც გონია, რომ ეს მაჩვენებლები შეიძლება უყურადღებოდ დავტოვოთ, რადგან სწორედ ხარისხიანი ზეთი და მისი სწორად შერჩევა განაპირობებს ჩვენი ძრავის გამართულად მუშაობას…
თუმცა, არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მომენტი. ძალიან ბევრი თვლის, რომ 10W-40 ზეთი, 15W-40-ზე უკეთესია. ამას თითქმის ყველა მიეჩვია, რატომ? იმიტომ, რომ მიღებულია ასეთი წესი: სინთეტიკურ ზეთს გააჩნია 5W-40 სიბლანტე, პოლუსინთეტიკას 10W-40, მინერალურსს 15W-40. მაგრამ, გვავიწყდება, რომ საავტომობილო ბაზარზე არსებობს სხვა, უფრო ხარისხიანი სიბლანტის ზეთებიც, მაგალითად 10W-40, 10W-60, 10W-50, 15W-60, 20W-60-იც კი და ამასთანავე, 10W-30 სიბლანტის მქონე ზეთი. ამიტომ, კარგი იქნება თუ დავიმახსოვრებთ, რომ სიბლანტე ზეთის ხარისხის მთავარი მაჩვენებელი ნამდვილად არ გახლავთ. ხოლო იმისთვის, რომ ამოვიცნოთ ზეთი სინთეტიკურია თუ არა, საჭიროა მისი მახასიათებლები წავიკითხოთ.
კიდევ ერთი რასაც აუცილებლად უნდა მივაქციოთ ყურადღება გახლავთ აბრევიატურა API, რომელიც სპეციალურად ამერიკის ნავთობის ინსტიტუტმა გამოიმუშავა.
რას ნიშნავს API? ეს გახლავთ მაღალტექნოლოგიური დეტალებისგან დამზადებული ზეთი, რომელიც ძირითადად ბენზინზსა და დიზელზე მომუშავე ავტომობილებში გამოიყენება და ორ კლასად იყოფა: S კატეგორია და C კატეგორია.
C კატეგორიაში შედის დიზელზე მომუშავე ავტომობილები, რომლებსაც აუცილებლად ესაჭიროებათ ხარისხიანი და მაღალტექნოლოგიური ზეთები, რადგან ძრავის ტემპერატურა მოძრაობისას საკმაოდ მაღალ გრადუსს აღწევს.
რაც შეეხება S კლასის ავტომობილებს, აქ დიზელთან შედარებით წვის კამერის ტემპერატურა შედარებით დაბალია, თუმცა, ხარისხი მაინც უმნიშვნელოვანეს დეტალს წარმოადგენს.
თუმცა ამ ორი ტიპის ზეთი თანამედროვე ავტომობილებისთვის გამოუსადეგარი აღმოჩნდა, რამაც გამოიწვია ახალი კლასის SL-ის ჩამატებაც, რომელიც 2001 წელს დაამზადეს და დღემდე ერთ-ერთ ყველაზე სტაბილურ და ხარისხიან ზეთად ითვლება.
მესამე და ყველაზე მთავარი ACEA აბრევიატურა გახლავთ, რომელიც ევროპის ავტომწარმოებელთა ასოციაციამ დაამზადა და ძირითადად ელექტრომობილებისთვის გამოიყენება. ამ ტიპის ზეთის სიბლანტისა და ხარისხის აღმნიშვნელი HT (High Temperature) და HS (High Shear) აბრევიატურები გახლავთ.
ჩვეულებრივი ზეთისგან განსხვავებით, ახალი თაობის ზეთს 1500 გრადუსზე მეტი ცეცხლგამძლეობის უნარი აქვს. ACEA-ს ტიპის ზეთები გამოიყენება: A1, A5, B1, B5-ით წარმოებულ ავტომობილებში. ხოლო დარჩენილ მოდელებში A2, A3, B2, B3 და B4 ტიპის ავტომობილებში სტანდარტული ზეთი.
აუცილებელია გვახსოვდეს, რომ სწორად შერჩეული ძრავის ზეთი ავტომობილის გამართულად მუშაობასა და შემდგომ შენარჩუნებაში გვეხმარება.