LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რამდენს გამოიმუშავებენ მსოფლიოს ჩემპიონატზე გუნდები

82

2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე ფიფას მიერ დაწესებული საპრიზო ფონდი 400 მლნ ევროს აჭარბებს. ეს 42 მლნ ევროთი მეტია წინა მსოფლიო პირველობის საპრიზო ფონდზე. მსოფლიოს ჩემპიონი ფიფასგან 38 მლნ ევროს მიიღებს, ყველა მონაწილე 1 მლნ ევროს, ხოლო აფრიკული ქვეყნების ნაკრებები 2-2 მლნ ევროს.
ბუნებრივია საკუთარ ნაკრებებს პრიზებს უწესებენ ქვეყნების საფეხბურთო ფედერაციებიც.

 

ბრაზილია
Folha de S.Paulo-ს ინფორმაციით, მსოფლიოს ჩემპიონატზე გამარჯვებისათვის ბრაზილიის ნაკრების ფეხბურთელები, მთავარი მწვრთნელი ტიტე და მისი თანაშემწეები მილიონ ევროს მიიღებენ, ხოლო ნაკრების დანარჩენი წევრები შედარებით ნაკლებს, თუმცა საერთო ჯამში, საკმაოდ სოლიდურ პრემიებს.
შედარებისათვის გეტყვით, რომ მსოფლიოს 2002 წლის ჩემპიონატზე გამარჯვებისათვის ბრაზილიელმა ფეხბურთელებმა ხუთჯერ ნაკლები თანხა მიიღეს.

 

საფრანგეთი
მსოფლიოს ჩემპიონატის მოგების შემთხვევაში საფრანგეთის ნაკრებს პრიზის სახით 32 მლნ ევრო ერგება, თუმცა ფეხბურთელებს ამ თანხის მხოლოდ 30% შეხვდებათ. შესაბამისად, თითოეულ მოთამაშეს 400 000 ევრო ერგება, რაც 100 000 ევროთი აღემატება იმ თანხას, რომლის მიღებაც ფრანგებს ევრო 2016-ის მოგების შემთხვევაში შეეძლოთ.

 

ესპანეთი
გამოცემა ”მარკას” ინფორმაციით, მსოფლიო პირველობაზე გამარჯვების შემთხვევაში ”ფურია როხას” თითოეული ფეხბურთელი პრიზის სახით 800 000 ევროს მიიღებს.

 

გერმანია
ქვეყნის ფეხბურთის ასოციაცია მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონებს ტიტულის დაცვის შემთხვევაში ასევე სოლიდურ პრიზს ჰპირდება. ყველა ფეხბურთელი 350 000 ევროს მიიღებს. იმ შემთხვევაში, თუ გერმანელები ვერცხლის მედლებს მოიგებენ, მათ 200 000 ევროს გადასცემენ, ბრინჯაოს მედლების მოგების შემთხვევაში კი 150 000 ევროს. 1/4 ფინალში გასვლისთვის – 75 000 ევრო, ნახევარფინალში გასვლისთვის – 125 000 ევრო.

 

 

მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატზე გამარჯვებისათვის გერმანიის ნაკრებმა ფიფასგან 35 მილიონი დოლარი მიიღო, ფინალისტმა არგენტინამ – 25 მლნ, ხოლო მესამეადგილოსანმა ჰოლანდიამ 22 მლნ დოლარი.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები