ამერიკელმა მწარმოებლებმა და იმპორტიორებმა 2017 წელს 49 მილიონი დოლარი საწვავის ეკონომიურობასთან დაკავშირებული ინტერესების ლობირებისთვის დახარჯეს.
საუბარია იმ სტანდარტში ცვლილებების შეტანაზე, რომელიც 2025 წლისთვის საწვავის საშუალო ხარჯის შემცირებას ითვალისწინებს. კერძოდ. აშშ-ს ტერიტორიაზე აწყობილმა ავტომობილებმა ას კილომეტრზე 4,3 ლიტრამდე საწვავი უნდა მოიხმარონ. ინფორმაციას არაკომერციული ორგანიზაცია The Center for Responsive Politics ავრცელებს.
ავტოინდუსტრიის ხუთი ყველაზე მსხვილი ლობისტების ჩამონათვალში პირველი ადგილი General Motors-ს უჭირავს – კონცერნმა, რომლის მოგების მნიშვნელოვანი ნაწილიც ყველგანმავლებისა და პიკაპების გაყიდვაზე მოდის, 8, 64 მილიონი დოლარი დახარჯა. მას ტოიოტა მოსდევს, რომელმაც 5,779 გაიღო, სამეულს კი 4 295 718 მილიონი დახარჯული დოლარით Ford ასრულებს. Fiat Crysler Automotive-ს ჯგუფმა 4 270 000, ხოლო Honda-მ 3 265 330 დოლარი დახარჯა.
ამავე პერიოდში, კომპანია Tesla-ს ხარჯი ლობირებაზე 740 000 დოლარს შეადგენს, Mazda-სი კი მხოლოდ 90 000-ს.
რამდენად ეფექტური იყო ლობისტური ძალისხმევები მწარმოებლების მხრიდან ეს მარტის თვეში გახდება ცნობილი. სწორედ ამ დროს აშშ-ს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების ნაციონალური სამმართველო (NHTSA) საწვავის ეკონომიის ახალ სტანდარტებს გამოსცემს.
მავნე გამონაბოლქვისა და საწვავის ხარჯის შემოწმების პროცედურების შეცვლას გეგმავენ ევროპაშიც. მას WLTP ერქმევა, ტესტები კი რთული და ხანგრძლივი იქნება. ციკლის მიხედვით, ყველა ავტომობილის სერტიფიცირება 2019 წლამდე უნდა დასრულდეს.
ევროკავშირის კანონმდებლობა ასევე განიხილავს საწვავის ხარჯისა და მავნე გამონაბოლქვის სტანდარტები შეცვალოს. 2015 წლისთვის ეს მაჩვენებელი ას კილომეტრზე 5,6 ლიტრს შეადგენდა ბენზინის ძრავიანი ავტომობილბისთვის, ხოლო 4,9 ლიტრს დიზელის ძრავიანი მოდელებისთვის.
2021 წლისთვის საშუალო ხარჯმა 4,1 და 3,6 ლიტრი უნდა შეადგინოს.