LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რამხელა ენა გაქვს ქალო…

123
split-image-of-brittany-poking-her-tongue-out

ამერიკიდან ჩამოსული ქალი ოფიციალურად დასახელდა მსოფლიოში ყველაზე ფართო ენის მფლობელად. ამის შესახებ გინესის რეკორდების წიგნის ვებგვერდი იტყობინება.

ახალ რეკორდსმენად ტეხასის მკვიდრი ბრიტანი ლაკაიო დასახელდა. მისი ენა ყველაზე განიერ წერტილში 7,9 სანტიმეტრია. უფრო მეტიც, მისი ორგანო 2,5 სანტიმეტრით უფრო ფართოა, ვიდრე სიგრძეა. წინა რეკორდი ამერიკელ ემილი შლენკერს ეკუთვნოდა და 10 წელი გაგრძელდა. მისი ენის სიგანე 7,33 სანტიმეტრი იყო.

ლაკაიო ამბობდა, რომ მისი დიდი ენა ოჯახში ყოველთვის ხუმრობა იყო. თუმცა, მას არასოდეს აინტერესებდა ზუსტი ზომები. მან ორგანოს გაზომვა მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც მეგობარმა გაუგზავნა ვიდეო შლენკერთან ერთად.

მამაკაცთა შორის რეკორდსმენი ამჟამად ამერიკელი ბრაიან ტომპსონია. მისი ენის სიგანე 8,88 სანტიმეტრია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები