მადრიდის „რეალის“ კაპიტანმა იუნისეფის საქველმოქმედო კამპანიაში მიიღო მონაწილეობა.
„ვაქცინები ყოველწლიურად 2-დან 3 მილიონამდე სიცოცხლეს გადაარჩენს.
ამ პოსტზე თითოეული ლაიქისთვის Gates Foundation იუნისეფს 1 დოლარს გადაურიცხავს“, – დაწერა რამოსმა თავის ინსტაგრამზე.
ძალიან მალე პოსტმა 1.5 მილიონი მოწონება დაიმახურა.
ასე რომ, ბილ და მელინდა გეითსის ფონდი გაეროს ბავშვთა ფონდს სოლიდურ თანხას შესწირავს.
ეს რამოსის მონაწილეობით პირველი საქველმოქმედო აქცია არ არის. 2014 წელს ის იუნისეფის კეთილი ნების ელჩი გახდა.