LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Range Rover Evoque Ember – საზაფხულო საჩუქარი ბრიტანელებისგან

11

პოპულარული ბრიტანული მარკა Range Rover მომხმარებლებს საზაფხულო, ლიმიტირებული სერიის კროსოვერს Evoque Ember-ს სთავაზობს. შავ ფერში გადაწყვეტილი, წითელი კონტურებით შელამაზებული მოდელი ხელმისაწვდომი იქნება მხოლოდ 3 თვის განმავლობაში…

ყველას კარგად მოეხსენება, რომ Range Rover მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მარკაა. ოფიციალური მონაცემებით კი მისი ყველაზე პოპულარული მოდელი სწორედ Evoque გახლავთ, რომელიც მთელი მსოფლიოს მასშტაბით 520 000 ეგზემპლიარია გაყიდული. ბრიტანული მედიის ცნობით სადილერო კომპანიებში თითო ავტომობილი საშუალოდ 80 წამში იყიდება.

რაც შეეხება ექსკლუზიურ მოდელს, Range Rover Evoque Ember-ი HSE Dynamic კომპლექტაციით იქნება დამზადებული. 20 დიუმიანი დისკები, შავი შეფერილობის გამშვები სისტემა, ცხაური და შელამაზებული განათების სისტემა, ავტომობილს განსაკუთრებულ ეფექტს სძენს.

შავი შეფერილობა გვხდება ინტერიერშიც, თუმცა აღსანიშნავია წითელი ფერის მინიმალური ჩარევაც, რაც დამატებით ხიბლს სძენს ექსკლუზიურ მოდელს. აღსანიშნავია ისიც, რომ ლიმიტირება შეეხება როგორც კუპეს, აგრეთვე კროსოვერსა და კროს-კაბრიოლეტსაც.

აღსანიშნავია, რომ  Range Rover Evoque Ember-ის შეძენის მსურველებს, შესაძლებლობა ექნებათ შეარჩიონ სასურველი ოპტიკური, მულტიმედიური და ფუნქციონალური სისტემები.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები