LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რას გეგმავენ ახალი წლის ღამეს სალომე ბაკურაძე და ნოდიკო ტატიშვილი?

49

Ardaidardo.Ge

მომღერალი ნოდიკო ტატიშვილი აქტიურ შემოქმედებით საქმიანობას ეწევა და მსმენელს მუდმივად ანებივრებს ახალი სიმღერებით. მის შემოქმედებაში უამრავი სიახლეა, რომლის შესახებ, ნოდიკო „არ დაიდარდოს“ ესაუბრა.


– სულ ცოტა ხნის წინ შედგა „არ დაიდარდოს“ ეთერში ჩემი ახალი სიმღერის პრემიერა, რომელიც წარმატებული გამოდგა. ეს სიმღერა მაიკო კაჭკაჭიშვილმა დამიწერა. ტექსტი მანანა გურგენიძეს, არანჟირება კი ბორიკო შხიანს ეკუთვნის. ჩვენი ტანდემი როგორც ყოველთვის ახლაც წარმატებული გამოდგა. კიდევ ჩავწერე ერთი ახალი სიმღერა, რომელსაც მალე მოისმენს მსმენელი.


– დისკზე მუშაობა დაასრულეთ?

– კი, დავასრულე დისკზე მუშაობა, რომელიც ჩემი მეორე ალბომია. ამ კრებულში შევიდა ბოლო წლებში ჩემთვის დაწერილი სიმღერები. განსხვავებული დისკია, მრავალფეროვანი, სხვადასხვა
ჟანრის კომპოზიციები არის წარმოდგენილი. ხარისხიანი ნამუშევარი გამოვიდა, ახლა შეფუთვაზე ვმუშაობთ. სავარაუდოდ ახალი წლის შემდეგ გაიმართება დისკის პრეზენტაცია. ილუზია არ მაქვს, რომ მილიონობით დისკი გაიყიდება, მაგრამ მიხარია რომ ჩემი ნამუშევრები ერთად იქნება თავმოყრილი. ამის გარდა ორი ახალი კლიპის გადაღებას ვგეგმავ.


– ახალი წლის კონცერტთან დაკავშირებით ატეხილ აჟიოტაჟს როგორ შეაფასებთ?

– მე შემიძლია მხოლოდ ის ვთქვა, რომ ახალი წლის ღამეს მე და სალომე ბაკურაძე ვიმღერებთ. ძალიან კარგ სიმღერას ვასრულებთ, პოზიტიურს საახალწლოს. ჩვენ პატარა დღესასწაულს მოვაწყობთ სცენაზე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები