LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რას ნიშნავს ავტომობილის რესტაილინგი?

7130

საავტომობილო ჟურნალებსა და ვებ-გვერდებზე ხშირად შევხვდებით სიტყვებს ”ფეისლიფტინგი”, ”რესტაილინგი”, ”რედიზაინი”… უმეტესობა ადვილად ხვდება, რომ ასეთი სიტყვებით ავტომობილის განახლებული ვერსიები მოიხსენიება. თუმცა, ბევრი ვერ ხვდება რაშია საქმე და რატომ შეაქვთ ცვლილებები თითქმის ერთიდაიმავე წელს გამოშვებულ ავტომობილებში…

რესტაილინგი – ეს გახლავთ, როგორც წესი, ვიზუალური დიზაინის ცვლილებები. რესტაილინგის დროს, შეიძლება შეიცვალოს, როგორც ავტომობილის სტილი, აგრეთვე ოპტიკა, შასის ელემენტები (ფრთები, კარები, კაპოტი)… თუმცა, ძალიან ხშირად ავტომწარმოებლები უფრო ღრმა ცვლილებებსაც გვთავაზობენ. მაგრამ, რესტაილინგი ახალი მოდელი არ გახლავთ, რადგან ავტომობილის ტექნიკური მახასიათებლები არ იცვლება და არ იცვლება მისი არქიტექტურული საძირკველი…

 

 

რაში სჭირდება ავტომობილს რესტაილინგი?

ავტომობილების უმეტესობას სერიული წარმოების გარკვეული ლიმიტი აქვს. მაგრამ, ჩვენთვის ყველასთვის ცნობილია, საავტომობილო სამყარო ყოველწლიურად პროგრესირებს და მუდმივად იცვლება საავტომობილო ბაზრის მოთხოვნებიც, რომელიც ნებისმიერმა ავტომწარმოებელმა უნდა დააკმაყოფილოს. სწორედ ამიტომ, 3-4 წელიწადში ერთხელ, საავტომობილო ბრენდებს სერიული წარმოების უკვე არსებულ ავტომობილებში უმნიშვნელო, მაგრამ შესამჩნევი ცვლილებები შეაქვთ. შესაბამისად, ყოველ 3 წელიწადში ჩვენ უამრავ განახლებულ მოდელს ვხვდებით.

აღსანიშნავია, რომ რესტაილინგის საიდუმლო ძირითადად მის ვიზუალურ დიზაინში იმალება. მთავარ როლს რა თქმა უნდა ავტომობილის წინა ნაწილი ასრულებს. ეს კი გამოწვეულია ბრენდებს შორის გაზრდილი კონკურენციით და ამასთანავე ერთმანეთის კოპირებით. სწორედ ამიტომ გაქვს თანამედროვე ავტომობილები ერთმანეთს…

 

 

რატომ არ ხდება 3 წელიწადში ერთხელ ახალი ავტომობილის წარდგენა?

რა თქმა უნდა ასეთი გადაწყვეტილება, ლოგიკასთან ახლოსაა თუმცა, ყველაფერი ინვესტიციებთან და ფინანსებთანაა დაკავშირებული. როგორც წესი, საავტომობილო კომპანიები ძალიან დიდი ფინანსებს დებენ კონკრეტული მოდელის წარმოებაში, განსაკუთრებით კი ისეთ მოდელებში, რომლისგანაც დიდ მოგებას ელიან. თუმცა, არსებობს იმის ალბათობა, რომ ყველაზე წარმატებულმა მოდელმაც კი კრახი განიცადოს. სწორედ ამიტომ, ავტომწარმოებლები მაქსიმალურად ცდილობენ ამა თუ იმ მოდელის დაფინანსებამდე, საავტომობილო ბაზარზე არსებული მოთხოვნები კარგად შეისწავლონ, რაც კონკურენტი ბრენდების მოდელების მონიტორინგსაც გულისხმობს.

სწორედ ამიტომ, ბრენდები ტრადიციულ, რესტაილინგის ხერხს მიმართავენ და პროგრესის შესაბამისად, ქმნიან განსხვავებული დიზაინის ერთი და იმავე ავტომობილს. ამას კი დიდი ინვესტიცია ნამდვილად არ სჭირდება.

 

 

რა არ იცვლება რესტაილინგის დროს?

როგორც წესი მწარმოებლები არ ეხებიან ავტომობილის არქიტექტურას. ძირითადი ცვლილებები შასის გარკვეულ დეტალებს ეხება. რაც ძირითადად უკანა ფრთებს, საბურავებს და შასს ეხება. თუმცა, გამონაკლის შემთხვევებში იცვლება ავტომობილის წონა და სიგრძეც.

როგორც წესი რესტაილინგის შემთხვევაში უცვლელი რჩება დისკების ბაზა, (დაშორება წინა ღერძსა და დისკებს შორის). რა თქმა უნდა, არსებობს გამონაკლისი შემთხვევებიც, როდესაც რესტაილინგის დროს დისკების ბაზაც იცვლება, თუმცა იშვიათად.

 

 

იცვლება თუ არა ტექნიკური დეტალები რესტაილინგის დროს?

არსებული მოდელების განახლება, რომელიც 3-4 წელიწადში ერთხე ხდება, ხანდახან ძრავისა და ტექნიკური მახასიათებლების ცვლილებასაც გულისხმობს. ზოგჯერ საავტომობილო კომპანიები ცვლიან სამუხრუჭე ან დაკიდების სისტემას. თუმცა, ასეთი შემთხვევები იშვიათია.

საქმე იმაში გახლავთ, რომ როგორც წესი, რესტაილინგი მხოლოდ დიზაინის ცვლილებას გულისხმობს. რატომ? იმიტომ, რომ ძრავის, ან თუნდაც ტექნიკური მახასიათებლების ცვლილებას, იმაზე მეტი ფინანსური მობილიზება სჭირდება, ვიდრე ეს ავტომობილის დამზადების დროს მოხდა. თუმცა, აღსანიშნავია, რომ კომპანიები იშვიათად, მაგრამ მაინც, ვაბანკზე მიდიან, რაც ტექნიკურ დეტალებში უამრავ ცვლილებას იწვევს…

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები