BMW X1-ის პირველი მგზავრობა ავარიით დასრულდა. შემთხვევა ჩინეთის სამხრეთ ნაწილში, ქალაქ გუანჩჟოუში მოხდა და ავტომობილი მისი შეძენის მსურველმა ქალბატონმა დაამტვრია. ჩინელი ტესტ-დრაივს ვერ გაუმკლავდა და სუპერქარით პირდაპირ სადილერო ცენტრში შევარდა. ავტომობილმა მინის კარები შეამტვრია და ბოლოს კედელთან შეჯახებისას გაჩერდა. ინციდენტის დროს საბედნიეროდ არავინ დაზარალებულა.
წინასწარი ინფორმაციით, ავარიის მიზეზი ის გახდა, რომ ქალბატონს გაზისა და მუხრუჭის პედლები აერია და მან თავისი დანაშაული უკვე აღიარა. მას ზარალის ანაზღაურება და ამასთან, სადაზღვეოს მიერ დადგენილი თანხის დაფარვა სრულად მოუწევს.
აღსანიშნავია, რომ უიღბლო მძღოლებს შორის ჩინელები ხშირად ხვდებიან და მაგალითად, გასული ივნისის თვეში ქალაქ ვენლინიას მკვიდრმა Ferrari 458 Italia სადილერო ცენტრის დატოვებიდან რამდენიმე წამში დაამტვრია.