ბრიტანელმა მუსიკოსმა „ფორდში“ სპეციალურად საცობებისთვის შექმნილი მუსიკა ჩაწერა. ცნობილი ჯგუფის Hot Chip-ის წევრმა ჯო ჰოდარდმა კომპანია „Ford”-ის თხოვნით შექმნა სიმღერა, რომელსაც მძღოლებმა საცობში დგომის დროს უნდა მოუსმინონ.
გარდა ამისა, მან გააკეთა სპეციალური ნაკრები, რომელშიც Gladys Knight and Pips-ის, Depeche Mode-ისადა Yellow Magic Orchestra-ს კომპოზიციები მოხვდნენ.
რაც შეეხება საცობის სინგლს – momentum-ს, მის შექმნამდე ჯო უამრავ სპეციალისტს გაესაუბრა და ავტომობილის მართვის დროს წარმოქმნილი ემოციებიც უკეთ შეისწავლა. სიახლის გადმოწერას მსურველები Spotify-ს სერვისიდან შეძლებენ.
https://youtu.be/41fxIafiCR4