LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რაში დაეხმარა ინგა გრიგოლიას ნათია ფანჯიკიძე – „თუ რამე გამომივა, დიდწილად შენი დამსახურება იქნება…“

21

ინგა გრიგოლიამ ახლახან გამოაქვეყნა პოსტი, სადაც აღწერს მდგომარეობას, რომელშიც უმუშევრად დარჩენის შემდეგ ჩავარდა და ასახელებს ადამიანს, რომელმაც ამ დროს დახმარების ხელი გაუწოდა…

„ამ პოსტს იმიტომ ვწერ, რომ ჩემ გარშემო ბევრი ადამიანი ვარდება მსგავს სიტუაციაში არასტაბილური, დაულაგებელი გარემოს გამო… ვწერ იმიტომ, რომ მინდა, თუ ვინმე აღმოჩნდებით ჩემგვარ სიტუაციაში, იცოდეთ, რომ ყველაფრის დალაგება და კორექტირება შეიძლება, განსაკუთრებით სულის მდგომარეობის…

მოკლედ,როცა სამი თვის წინ დავრჩი უმუშევარი(მორიგ ჯერზე),რამაც სრულიად დამანგრია,მივხვდი, რომ სულის ექიმი მჭირდებოდა… მივხვდი, რომ 44 წლის ასაკში მარტო ვეღარ ვერეოდი ემოციების კასკადს და მეგონა, ახალს ვეღარაფერს გავაკეთებდი. დამიგროვდა ბევრი ტკივილი, წყენა, ადამიანური და ყოფითი ნერვიულობები, პრობლემები, ვეღარ ვხედავდი ჩემს თავში ძალას, რომ ისევ ნულიდან და ახლიდან დამეწყო ცხოვრება.

ჰოდა, ბევრი ფიქრის მერე დავუკავშირდი ერთ უმაგრეს ფსიქოლოგს, ნათია ფანჯიკიძეს. შევხვდი (კიდევ ვიმეორებ, ამას იმიტომ ვწერ, რომ ჩემს მდგომარეობაში უამრავი ადამიანია და მინდა დაინახონ,რომ გამოსავლი სულ არსებობს). მანამდე ცოცხლად ნანახიც არ მყავდა და მხოლოდ „ფეისბუქით“ ვიცნობდი. შევხვდი და ზუსტად ერთ თვეში მოვედი აზრზე. გამინელდა ყველა ემოცია, რაც მტანჯავდა… რაც მანგრევდა…

ორი თვის თავზე კი, ისე მომმართა, ახალი სამსახური დავიწყე და იმხელა გამოწვევებს ვეჭიდები,აქამდე ვერც კი გავბედავდი. ასე სახალხო მადლობა შენ, ჩემო ნათია!.. რა მაგარია,რომ შენთან მოვედი და რა მაგარია, რომ ყველაფერი დამილაგე და დამეხმარე. თუ რამე გამომივა, იცოდე, დიდწილად შენი დამსახურება იქნება და მთავარი ისაა,რომ ბავშვივით ანთებული შევუდექი ახალ საქმეს…

ჰოდა, მეგობრებო, რატომ დავწერე ეს პოსტი – შველა და ხსნა ყოველთვის არსებობს და მთავარია,ეს ვიცოდეთ… 44 წლისამაც კი თურმე შეიძლება ისევ ნულიდან დაიწყო!..“ – აღნიშნავს გულწრფელ პოსტში ინგა გრიგოლია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები