„ჩემო უსაყვარლესო ადამიანებო, უღრმესი მადლობა ყურადღებისთვის და მოგიწოდებთ, რომ მაქსიმალურად გაუფრთხილდეთ თავს, ყოველთვის შეამოწმეთ ავტომობილი, იყავით ყურადღებით და ფრთხილად. მიუხედავად იმისა, რომ მეგონა, ჩემი ავტომანქანა გამართული იყო, მაინც აღმოჩნდა გაუმართავი, რამაც გამოიწვია ეს შედეგი. მთელი გულით ვუხდი მადლობას იმ ადამიანებს, ვინც დამეხმარა. უღრმესი მადლობა ჩვენი ქვეყნის საპატრულო პოლიციას, სახანრძოს და სასწრაფო დახმარების ეკიპაჟს თანამდგომისთვის და ჩემთვის გაწეული დახმარებისთვის“. – აღნიშნავს რატი დურგლიშვილი პოსტში, რომელიც სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.
შეგახსენებთ, რომ გუშინ, გაგარინის ქუჩაზემ მომღერლის მანქანას, ტექნიკური გაუმართავობის გამო, ცეცხლი წაეკიდა. მან მოასწრო მანქანის გაჩერება და იქიდან გადმოსვლა. პატრული შემთხვევის ადგილზე სწრაფად მივიდა, ქუჩა გადაკეტეს, სახანძრო გამოიძახეს და ცეცხლის ჩაქრობაც დროულად შეძლეს.
რატის თავს გადახდენილ ამ ამბავს მისი ახლო მეგობარი, კომპოზიტორი მაიკო კაჭკაჭიშვილი გამოეხმაურა: „ახლა გავიაზრე, რა შეიძლებოდა მოჰყოლოდა ამ ამბავს და გული შემეკუმშა !!!! ყველაფერი ცუდი ამ მანქანას წაეღოს, შენ კი ახალი და დადებითი ემოციებით განაგრძე ის საქმე, რაც დაწყებული გაქვს და გადი ფინალში!!! წარმატებები და ახალი მანქანა დიდი იყიდე რომ ჩავეტიო :))))))))“