რატი დურგლიშვილის სიმღერა „Crazy“ „ოქროს ტალღის“ ნომინანტია. მომღერალი ამ ამბით გახარებულია, რადგან არ ეგონა, თუკი მის მიერ დაწერილი ინგლისურენოვანი სიმღერა კონკურსის ჩამონათვალში აღმოჩნდებოდა.
რატი დურგლიშვილი:
მადლობა ჰოლდინგ „ფორტუნას“, რომელიც უმაღლესი დონის დაჯილდოვებას ატარებს. მაღალი ხარისხის კონკურსია. მიხარია, რომ ჩემი ინგლისურენოვანი სიმღერა ჩამონათვალშია. მართალი გითხრა, არ ველოდი, რომ ინგლისურ ენაზე შესრულებული სიმღერა ზოგადად, ჩარტებში მოხვდებოდა.
„ფორტუნა“ ჩვენი ერთგული მეგობარია. ამას იმიტომ ვამბობ, რომ არა მხოლოდ მე, არამედ ყველა შემსრულებელს უდგას გვერდში, შემოქმედი ადამიანებისთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ ერთი ოჯახივით ვართ (იღიმის).
მინდა, ვისურვო, რომ მომავალში უფრო გრანდიოზული შოუ გაკეთდეს. ვიცი, რომ ნელ-ნელა ამისკენ მიდის „ოქროს ტალღა“. ახლაც ძალიან სერიოზულად კეთდება.
რაც შეეხება ჩემს სიმღერას, ნებისმიერი შემოქმედისთვის სიმღერა შვილია და როცა მას უფასებენ, ძალიან მნიშვნეოლოვანია. მადლობის მეტი რა მეთქმის (იღიმის).
ნინო მურღულია
