LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რატი დურგლიშვილის კალიფორნიაში გადაღებული კლიპის პრემიერაზე მთელი ქართული შოუბიზნესი შეიკრიბა

41

Ardaidardo.Geრატი დურგლიშვილის ამერიკაში, კერძოდ კი, კალიფორნიაში, უცხოური ჯგუფის მიერ გადაღებული კლიპის პრემიერა „ფუნიკულიორის“ რესტორანში გაიმართა. მომღერლის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე შუბიზნესის თითქმის ყველა წარმომადგენელს იხილავდით: ნინი ბადურაშვილი, ეკა კახიანი, თაკო გაჩეჩილაძე, სალომე ბაკურაძე, ვერიკო ტურაშვილი, მაიკო კაჭკაჭიშვილი, რეპერი ძვალი, მაკა ზამბახიძე, გიორგი სუხიტაშვილი, ნინა წკრიალაშვილი, მარიტა როხვაძე, ნიკა გრიგოლია და სხვანი მეგობრის მხარდასაჭერად შეიკრიბნენ.

 

რატი ძალიან ნერვიულობდა, ჟურნალისტებს წინასწარ გვითხრა იმის შესახებ, რომ ძალიან აინტერესებდა, როგორ მიიღებდა შეკრებილი საზოგადოება მის ახალ ნამუშევარს. „Crazy“, ყველამ აღნიშნა, რომ ძალიან ხარისხიანი გამოვიდა, როგორც სიმღერა, ასევე მასზე გადაღებული კლიპიც ყველამ ერთხმად მოიწონა, რატიმ ამ ნამუშევრისთვის ხანგრძლივი აპლოდისმენტები დაიმსახურა. ეკრანზე ასევე ვიხილეთ ვიდეოს გადაღების დეტალები, ე.წ. „ბექსთეიჯის“ კადრები.

კლიპის პრემიერის შემდეგ დავინტერესდით შოუბიზნესის წევრთა მოსაზრებებით. იხილეთ სრულად (ფოტოგალერეა)…

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები