LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რატი დურგლიშვილის ნაძვის ხე და ადამიანი, რომელსაც საჩუქრებით ანებივრებს

48

Ardaidardo.Geრატი დურგლიშვილმა ნაძვის ხე უკვე ააწყო და „ფეისბუქ“-მეგობრებს გაუზიარა. დავინტერესდით, როგორ ხვდება 2016 წელს და როგორ აცილებს ძველ წელიწადს მომღერალი…

 

რატი დურგლიშვილი:

ვფიქრობ, ლამაზი ნაძვის ხე გამომივიდა. მის აწყობაში მთელი ოჯახი იყო ჩართული, ჩემი ძმისშვილი ლუკაც მეხმარებოდა, ყველას უნდოდა, მის მორთვაში თავისი წვლილი შეეტანა. ყოველ წელიწადს ახალ სათამაშოებს ვამატებ ხოლმე. ერთადერთი, მაიმუნი არ მაქვს დამატებული და ახლა ვაპირებ შეძენას. რისი წელიც არის ხოლმე, იმ სათამაშოს ვკიდებ ნაძვის ხეზე.

ახალი წლის შეხვედრა ოჯახთან ერთად მიყვარს. ადრე კონცერტები მქონდა და ვერ ვახერხებდი, ახლა, ბოლო წლებში უფრო ნაკლებად ვარ დაკავებული ახალი წლის ღამეს, რადგან ჩემი საქმეები მაქვს – როგორც იცით, ალბომზე მუშაობას ვასრულებ უცხოელ პროდიუსერებთან ერთად. თანაც, 31 დეკემბრის ღამეს სირბილი ნერვიულობას უკავშირდება, როცა რამდენიმე ადგილას გამოდიხარ, ვერ ასწრებ, გეშინია, არ დააგვიანო და შოუ არ ჩაშალო. ძალიან მომწონს, რომ ახალი წლის ღამეს ჩემს ოჯახთან ერთად მშვიდად შევხვდები. წელს არსად არ გამოვდივარ.

12 საათი რომ დგება, შენდა უნებურად ჩაიფიქრებ ხოლმე სურვილს. პირველი, რაც ყოველთვის მინდა, ეს არის მშვიდობა ჩემს ქვეყანაში. როდესაც ქვეყანაში ყველაფერი კარგადაა, ნებისმიერი სპეციალობის ადამიანი თავს ასევე კარგად გრძნობს, ასე რომ, საქართველოსთვის მშვიდობასა და წინსვლას ვისურვებ. შემდეგ ჩემი პირადი სურვილების ჩაფიქრების დროც დგება ხოლმე.

2015 წელს საუკეთესო განწყობაზე ვაცილებ და იმავეს ველი 2016 წლისგან. ზოგადად, ცხოვრებისგან მუდამ პოზიტივს ველი, ნეგატივისგან მალე ვთავისუფლდები ხოლმე. მიხარია, რომ ჩემს საყვარელ საქმეს ვემსახურები და შედეგსაც ვიღებ. 2015 წელს „ქაღალდის ნავის“ პრეზენტაცია შედგა. ამერიკაში ორი კლიპი გადავიღე, რომელთა პრემიერა 2016 წელს შედგება, ასევე ალბომიც შემდეგ წელს დასრულდება და გამოიცემა.

ჩემთვის ზოგადად ყოველი დღე ახალი წელია.

ოჯახში გვაქვს კიდევ ერთი, საჩუქრების ჩუქების ტრადიცია. განსაკუთრებულად ამ მხრივ ჩემს 5 წლის ძმისშვილს ვანებივრებთ. წინა წელს ტრანსფორმერი ვაჩუქეთ, რომელიც პულტით იმართებოდა. გაოგნებული უყურებდა, ვიდეოც გადავუღეთ, როცა საჩუქარს ხსნიდა. წელს, სხვათა შორის, არაფერი მოუთხოვია, მაგრამ მასთან თოვლის ბაბუა მაინც მივა.

საკუთარი თავისთვის არაფერი მიყიდია. მთელი წელი საკუთარ თავზე ზრუნვა მეყოფა, ოჯახის წევრები და მეგობრები უნდა გავახარო (იღიმის).

ნინო მურღულია

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge
Ardaidardo.Ge

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები