LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რატომ აღარ ყიდულობენ Bentley-ს – ბრენდის კლიენტებს სიმდიდრის რცხვენიათ

128
bentley

Bentley-ის ხელმძღვანელმა გაყიდვების მოულოდნელი ვარდის მიზეზი დაასახელა. გასულ წელს ბრიტანული ბრენდის მდიდრულ ავტომობილებზე მოთხოვნა ბოლო ხუთი წლის განმავლობაში პირველად შემცირდა: 2019 წლის შემდეგ Bentley რეკორდს რეკორდზე ხსნიდა. გარდა ეკონომიკური პრობლემებისა, ნეგატიური გავლენა მოახდინა კლიენტების „ემოციურმა მგრძნობელობამ“, ფიქრობს ედრიან ჰოლმარკი.

Bentley-ს რეკორდული გაყიდვები ჰქონდა 2019 წელს, პანდემიურ 2020 წელს, ასევე 2021 და 2022 წლებში. გასული წელი კი კომპანიამ 11%-იანი ვარდნით დაასრულა, მთელ მსოფლიოში მხოლოდ 13 560 ავტომობილის რეალიზება მოასწრო.

ედრიანის თქმით, Bentley-ს კლიენტებს ბრენდის ავტომობილის ყიდვა არასტაბილური ეკონომიკის ფონზეც უპრობლემოდა შეუძლიათ. გაყიდვების ვარდნის მთავარი მიზეზი კი სიმდიდრის სირცხვილია. კლიენტები მთელი სიფრთხილით უდგებიან სიმდიდრის დემონსტრირებას, რაც მათ ქვეყნებში შექმნილი ეკონომიკური თუ პოლიტიკური სირთულეების ფონზე ეუხერხულებათ. მაგალითად, დიდ ბრიტანეთში თუ მსოფლიოს უდიდეს ავტო ბაზარზე – ჩინეთში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები