ძირითადი მიზეზი, რის გამოც ჩინეთში წარმოებული ავტომობილების საბაზისო ვერსიებში სავარძლების გამათბობელი არ არის, არის ის, რომ ჩინეთის უმეტეს რეგიონში ეს ფუნქცია კლიმატური პირობების გამო აუცილებელი არ არის.
ჩინეთის მნიშვნელოვანი ნაწილი შედარებით რბილ ან თბილ კლიმატურ ზონებში მდებარეობს. ცენტრალური გათბობა სახლებში, ისტორიულად გათვალისწინებულია მხოლოდ იმ რეგიონებში, სადაც მინიმალური ტემპერატურა 5 °C-ზე ან ნაკლებზეა 90 დღის ან უფრო მეტი ხნის განმავლობაში.
ეს მიდგომა აისახება ასევე ავტოინდუსტრიაში.
სავარძლების გამათბობლის უქონლობა სტანდარტულ კომპლექტაციაში საშუალებას აძლევს ავტომობილების მწარმოებლებს შეამცირონ წარმოების ფასი შიდა ბაზრისთვის, სადაც ეს ოფცია მაღალი მოთხოვნით არ გამოირჩევა.
ჩინელი მომხმარებლები, როგორც წესი, სავარძლების გამათბობელს აუცილებელ ფუნქციად არ მიიჩნევენ. სხვა საკითხია ექსპორტზე გასული მანქანები, მათ შემთხვევაში გათბობა ან ადგილზე ემატება, ანდაც ამ საკითხს უკვე დილერები აგვარებენ ხოლმე.
ასე რომ, ჩინურ ავტომობილებში სავარძლების გამათბობლის უქონლობა, უპირველესად, შიდა ბაზრისა და ქვეყნის კლიმატურ თავისებურებებთან ადაპტაციის შედეგია.