LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რატომ არ დაკმაყოფილდა მეტროს მემანქანეების მოთხოვნები?

38

თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ მეტროს თანამშრომლების წელთანამსახურების ანაზღაურებისთვის დამატებით 1 მილიონი ლარი გამოყო, თუმცა მემანქანეებისათვის ხელფასის გაზრდაზე უარი თქვა.

როგორც “ფორტუნას” კომპანიიდან აცნობეს, მიუხედავად იმისა, რომ სატრანსპორტო კომპანიას გააჩნია შეზღუდული ფინანსური რესურსები, კომპანიის ხელმძღვანელობის ძალისხმევით, გამოიყო 1 მილიონი ლარი თბილისის მეტროს თანამშრომლებისთვის წელთანამსახურების ანაზღაურებისთვის.

მოლაპარაკებები კომპანიის მენეჯმენტსა და მეტროს პროფესიული კავშირების წარმოამდგენლებს შორის დაიწყო გასული წლიდან და ამ ეტაპზე კომპანია მზად არის დასაქმებულებს გადაუხადოს დანამატი მათი სტაჟისა და დამსახურების მიხედვით, მას შემდეგ რაც შეთანხმდება გადახდის პირობები და ტექნიკური საკითხები. იხილეთ სრულად…

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები