LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რატომ არ იღებენ ქართველი სექს-სიმბოლოები “მის მკერდის” კონკურსში მონაწილეობას?!

56

ადამიანის სხეულის კონკრეტული მონაკვეთები არ განსაზღვრავს მის პიროვნებას, ხასიათს, ღირსებას, თუ ღირებულებებს. სხეულის ნაწილების გამორჩევა და მათზე განსაკუთრებული აქცენტის გაკეთება არასწორი მიდგომაა. ეს 21-ე საუკუნეში ჩამოყალიბებული აზრია, რომელსაც ბევრი ეთანხმება. მათ შორის სილამაზის ეტალონად ქცეული ანჯელინა ჯოლი, რომელმაც გასულ წელს სიმსივნით დაავადების მაღალი რისკის გამო ორმაგი მასტექტომია გაიკეთა და ორივე მკერდი მოიკვეთა.  “ამით ნაკლებად ქალური არ გავმხდარვარ. ამაში ჩემმა მეუღლემ და გარშემომყოფებმა დამარწმუნეს. მათი თანადგომა ჩემთვის გადამწყვეტი იყო” – გამოტყდა ჯოლი ერთ-ერთ ინტერვიუში.

ამერიკული სილამაზის ეტალონის აზრს “მის მკერდის” სილამაზის კონკურსის ქართველი ორგანიზატორები არ ეთანხმებიან. მათი აზრით, ქალის მკერდი სხეულის განსაკუთრებული ნაწილია და მეტიც… რაც დიდი, მით უკეთესი. თუმცა, ე.წ. სილამაზის კონკურსი საქველმოქმედო ხასიათს ატარებს. ორგანიზატორები ამბობენ, რომ ღონისძიებიდან შემოსული თანხა მკერდის კიბოსთან ბრძოლას მოხმარდება. სხვათაშორის, თანხის შეგროვების გზები ჯერჯერობით უცნობია.

რომ არა კონკურსის გარშემო ატეხილი სკანდალი, ამ უკანასკნელის შესახებ ალბათ გაცილებით ნაკლებს ილაპარაკებდნენ. მას შემდეგ, რაც ღონისძიება დაანონსდა, მის  შესახებ საკუთარი აზრი უფლებათა დამცველმა და კავშირი “საფარის” დირექტორმა – ბაია პატარაიამ გამოთქვა.

ე.წ. ბრალდებებს მის მკერდის მესვეურები მალევე გამოეხმაურნენ. უფლებათა დამცველის განცხადების გამო სპეციალური პრეს კონფერენციაც კი ჩატარდა, რომელზეც ორგანიზატორებთან ერთად, პროსტატის კიბოთი დაავადებული მამაკაცი გამოჩნდა. ამ უკანასკნელმა ბაია პატარაიას ცინიკური განცხადება პირდაპირი გაგებით მიიღო და უფლებათა დამცველს, საკუთარი უფლებების დარღვევაში ადანაშაულებს.

საინტერესოა ისიც, რომ ე.წ. სილამაზის კონკურსში მონაწილეობის სურვილი ჯერ ბევრს არ გამოუთქვამს. ამ ეტაპზე ქასთინგის საშუალებით მხოლოდ 10-მდე გოგონაა შერჩეული. მათ შორის ერთი – ეკა ხვედელიძეა, რომელმაც მკერდის კიბოსთან დაკავშირებული პრობლემები დასძლია და ორ ნახევარი ზომით, კონკურსანტებს შორის გამონაკლისის სახით დაუშვეს.

სოციალურ ქსელში მის მკერდის გარშემო აგორებული სკანდალი სულ უფრო და უფრო განხილვადი ხდება. ჯერ-ჯერობით მისი მომხრეების რაოდენობა, მოწინააღმდეგეებზე გაცილებით ნაკლებია. საკუთარ პოზიციას ისინიც აფიქსირებენ, ვისთვისაც სხეულის ზემოთაღნიშნული ნაწილი სავიზიტო ბარათად იქცა. დიანა ოვანოვა კონკურის ორგანიზატორებმა მონაწილედაც კი მიიწვიეს.

კონკურსის კიდევ ერთი მოწინააღმდეგე ფოტო მოდელი თამო ვაშალომიძეა. მიუხედავად იმისა, რომ ეს უკანასკნელი მთელი თავისი ავლადიდებით არა ერთხელ გვინახავს, თამო თვლის, რომ მსგავსი ტიპის ღონისძიება, ისეთი სათუთი თემის მანიპულირებით არ უნდა ტარდებოდეს, როგორიც ძუძუს კიბოა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები