”ბარსელონას” არგენტინელი ფორვარდი ლიონელ მესი რიოს ოლიმპიადაზე არ ითამაშებს.
არგენტინის ნაკრების მთავარი მწვრთნელი ხერარდო მარტინო მთავარ ვარსკვლავს სხვა ტურნირებისთვის ინახავს.
”მესი ოლიმპიურ თამაშებზე არ წავა წელს დაგეგმილი სხვა მრავალი საერთაშორისო ტურნირის გამო. ჩვენ გველოდება ამერიკის თასი, ოლიმპიური თამაშები და მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი თამაშები. რეალობა აჩვენებს, რომ ”ბარსელონაშიც” სეზონი გრძელი იქნება. მინდა ბევრი გამარჯვება მოვიპოვო, მაგრამ არ ნებისმიერ ფასად, არ მინდა მოთამაშეები მოედანზე დაიხოცნონ”, – თქვა ტატა მარტინომ.
შეგახსენებთ, მესი ოლიმპიური ჩემპიონი 2008 წელს გახდა პეკინში.
რიოს ოლიმპიადა კი 3-დან 20 აგვისტომდე გაიმართება.