თუკი ვენეციისა და მალდივების მონახულება გსურთ, მაშინ არ გადადოთ, რადგან სულ რაღაც 50 წლის შემდეგ ამ ადგილებს წყალი დაფარავს. არც თუ ისე დამაიმედები პროგნოზი ამერიკელმა მეცნიერებმა კლიმატური მონაცემების შესწავლის შემდეგ გამოაქვეყნეს. სპეციალისტების დასკვნით, დედამიწას ელის კატასტროფა რომლის შედეგიც პლანეტის დიდი ნაწილის ოკეანის ქვეშ გაუჩინარება იქნება.
დღესდღეობით კუნძულთა 80% წყლის დონიდან ერთ მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს, რაც იმას ნიშნავს რომ რამდენიმე ათწლეულის გასვლის შემდეგ ისინი საერთოდ გაქრებიან. რაც შეეხება ვენეციას, ხმელთაშუა ზღვის დონე 140 სმ-ით აიწევს, ეს კი ულამაზესი ქალაქის აღსასრულს გამოიწვევს.