LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რატომ არ უნდა მიირთვათ ყავა საღამოს საათებში?

15

დღის მეორე ნახევარში მიღებული ერთი ფინჯანი ყავა, საკმაოდ ცუდად მოქმედებს ორგანიზმზე. კოფეინი, რომელიც ყავის ძირითადი შემადგენელი ნაწილია, ადამიანის ბიოლოგიური პროცესების რიტმს არღვევს. რაც, დროთა განმავლობაში, უძილობას იწვევს. სწორედ ასეთ დასკვნას აქვეყნებენ კოლორადოს უნივერსიტეტი მეცნიერები.

ექსპერიმენტში მონაწილე ადამიანები, დაძინებამდე 3 საათით ადრე მიირთმევდნენ ერთ ფინჯან ესპრესოს. შედეგებმა კი აჩვენა, რომ ბიოლოგიური პროცესები ყავის მირთმევის შემდეგ, 40 წუთით ჩამორჩებოდა ნორმალურს. შესაბამისად ექსპერიმენტის მონაწილეებს ღამით დაძინება, ხოლო დილით გაღვიძება ძალიან გაუჭირდათ.

მეცნიერები ხსნიან: კოფეინი ცუდად მოქმედებს ორგანიზმის იმ რეცეპტორებზე, რომლებიც პასუხისმგებელია ბიოლოგიური პროცესების მართვაზე. აი რა არის კიდევ საინტერესო: გამოკვლევების მიმდინარეობისას გაირკვა, რომ კოფეინი უჯრედების განახლებას უშლის ხელს. როგორც ექსპერიმენტის ავტორი კენეტ რაიტი ამბობს, გარდა იმისა, რომ ვერ იძინებთ, ვერც გაახალგაზრდავებას ვერ ახერხებთ.

სხვათა შორის, ყავის რეგულარული მიღება, სულაც არ არის რეკომენდებული და ორგანიზმზე ძალიან ცუდად აისახება: ის არღვევს ორგანიზმის ბიოლოგიურ საათს, რომელიც დროთა განმავლობაში ჩამორჩენას იწყებს. გარდა ამისა, დღის მეორე ნახევარში მირთმეული ერთი ფინჯანი ყავა, დილით, გამოღვიძებაშიც ხელს შეგიშლით. კოფეინის ეფექტი ორგანიზმიდან 7 საათის განმავლობაში ქრება, ხოლო ძილის წინ რეგულარულად მიღებული ყავა, საბოლოო ჯამში, ორგანიზმის 105 წუთით ჩამორჩენას იწვევს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები