LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რატომ არ უნდა მივირთვათ ყავა ალკოჰოლის მიღების შემდეგ?

378

ალკოჰოლის დიდი რაოდენობით მიღების შემდეგ, უმეტესობას ყავის დალევა უყვარს. არის თუ არა ეს მართებული? დღეს სწორედ ამ კითხვაზე გაგცემთ პასუხს.

როდესაც თქვენ სპირტიანი სასმელების მიღების შემდეგ ყავას მიირთმევთ, აძლიერებთ თრობის პროცესს. კოფეინი თქვენს ტვინს ატყუებს, გაიძულებთ იფიქროთ, რომ თქვენ ფხიზელი ხართ – აცხადებს რობერტ სვიფტი, რომელიც ბრაუნის უნივერსიტეტის დირექტორის მოადგილე და მთავარი სპეციალისტი გახლავთ.

აი რაშია საქმე: როდესაც თქვენ სპირტიანი სასმელები მიღებას იწყებთ, თქვენს ტვინს გადაეცემა სიგნალი, რომელიც თქვენს ხასიათს აუმჯობესებს. გრძნობთ ენერგიის მოზღვავებას, გსურთ გარშემომყოფებს ესაუბროთ და უფრო ბედნიერად გამოიყურებით. დროთა განმავლობაში კი ალკოჰოლი, თქვენზე უარყოფითად მოქმედებს და ტვინის მუშაობას ანელებს. გრძნობთ დაღლილობას, თავბრუსხვევას და თქვენი რეაქციის დრო მცირდება.  სწორედ ამ დროს თქვენ ითხოვთ ყავის დალევას.

კოფეინი კვლავაც ენერგიულად და ბედნიერად გაგრძნობინებთ თავს, მაგრამ ალკოჰოლი თქვენს თრობას კვლავაც განაგრძობს. როგორც სვიფტი ამბობს, ასეთ დროს კოფეინი მხოლოდ და მხოლოდ თრობის პროცესს აძლიერებს.

გარდა ამისა, სპირტისა და კოფეინის შერევით დიდ ზიანს აყენებთ ორგანიზმს,  ასეთი ”ნაზავი” განსაკუთრებულად თქვენი ძილის პროცესს აფერხებს. ადამიანების უმეტესობა ნასვამ მდგომარეობაში დაძინების დროს ღამით იღვიძებს. სწორედ აქ იჩენს თავს კოფეინის ზემოქმედება და თქვენს ორგანიზმს აიძულებს ფხიზლად იყოს, რაც ნიშნავს იმას, რომ დაძინება ძალიან გაგიჭირდებათ. ხოლო, როდესაც დილით გაიღვიძებთ,  თქვენ არ იქნებით გამოძინებული და ”ნაბახუსევიც” უფრო მძაფრად შეგაწუხებთ, რადგან როგორც სპირტს, აგრეთვე კოფეინსაც უკურეაქცია აქვს და მის გამოდევნას ორგანიზმიდან 6-დან 8 საათამდე სჭირდება.

სწორედ ამიტომ სვფიტი გირჩევთ არ მიირთვათ სპირტიანი სასმელების შემდეგ ყავა და თუ ვერ ითმენთ, მიიღეთ ის კოფეიინის გარეშე.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები