ქორწინება ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად აუცილებელია. ექსპერტთა საერთაშორისო ჯგუფმა ჩაატარა ძალიან საინტერესო კვლევა და დაადგინა, რომ ოჯახის შექმნა მამაკაცებისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელია, ის მათ ჯანმრთელობის შენარჩუნებაში ეხმარება, თუმცა რიგ შემთხვევაში ზედმეტი წონის მიზეზიც ხდება. ამას ადასტურებს 127545 ადამიანის მონაცემების შესწავლა. მოხალისეთა 58% დაქორწინებული იყო, 19% კი არასდროს დაქორწინებულა. შედეგად დადგინდა, რომ დაქორწინებულთა ჯანმრთელობა ბევრად უკეთეს მდგომარეობაში იყო. მიზეზი კი ისაა, რომ დაოჯახებულ მამაკაცებს მავნე ჩვევები ნაკლებად აწუხებთ, ისინი იშვიათად სვავენ და ძირითადად ჯანსაღად იკვებებიან.