ლეო მესიმ ფიფას წლის საუკეთესო ფეხბურთელის პრიზი მიიღო. რამდენიმე წუთის შემდეგ „ბარსელონას“ ოფიციალურმა საიტმა 17 მიზეზი გამოაქვეყნა, რატომ არის ლეო საუკეთესო.

1. ლა ლიგის და ესპანეთის სუპერთასის გამარჯვებული
ლეოს ანგარიშზე 34 ტიტულია – ის საუკეთესოა „ბარსას“ ისტორიაში.
2. ლა ლიგის საუკეთესო ბომბარდირი
მესიმ 36 გოლი გაიტანა 34 მატჩში და ზედიზედ მესამედ მოიგო ბომბარდირის პრიზი. სულ ექვსი აქვს.
3. „ოქროს ბუცის“ მფლობელი
ევროპის საუკეთესო ბომბარდირიც ზედიზედ მესამედ გახდა. ისე კი მეექვსე „ოქროს ბუცია“.
4. ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ბომბარდირი – მეექვსედ
მესიმ 12 გოლი შეაგდო 10 მატჩში.

5. მე-600 გოლი „ბარსაში“
6. ყველაზე მეტი საჯარიმო დიდ ჩემპიონატებში
პირდაპირ ჯარიმიდან 6 გოლი გაიტანა სეზონში. კიდევ ორი მიამატა ჩემპიონთა ლიგის შეხვედრებში.
7. 400 გოლი პრიმერაში
მესი პირველია, ვინც 400 გოლი გაიტანა ესპანურ ლიგაში.
8. კარიერაში მეექვსედ გაიტანა 50 გოლზე მეტი გოლი
მესის 51 გოლი აქვს 50 მატჩში: 36 გოლი ლა ლიგაში, 12 – ჩემპიონთა ლიგაზე, 3 – თასზე.
9. რეკორდი ლა ლიგაში მოგებების მხრივ
10. რეკორდი „ბარსას“ ფორმით მოგებების მხრივ
მესიმ ჩავის გაასწრო და 477 გამარჯვება მოიპოვა ყველა ტურნირზე. ეს კლუბის რეკორდია.

11. დაამყარა „ბარსას“ რეკორდი ჩემპიონატში მოგებების მხრივ
ლა ლიგის 10 ტროფეი – კლუბის რეკორდია.
12. ლა ლიგის ლიდერია საგოლე პასების მხრივ
13 ასისტი ისევე როგორც „სევილიას“ პაბლო სარაბიას
13. კოპა ამერიკის ბრინჯაოს მედალი
14. 20 ან უფრო მეტი გოლი ლა ლიგაში მე-11 სეზონი
მესი ერთადერთია, რომელმაც ასეთ შედეგს მიაღწია. მას 2008/09 წლების სეზონის შემდეგ თითო სეზონში 20-ზე მეტი გოლი აქვს გატანილი.
15. 50-ზე მეტი გოლი ესპანეთის თასზე

16. 50-ზე მეტი ჰეთ-თრიკი
44 – „ბარსას“ რიგებში, 6 – არგენტინის მაისურით.
17. პირველია, ვინც ესპანეთის თასის ექვს სხვადასხვა ფინალში გაიტანა
