წარმოიდგინეთ, რა რთული იქნებოდა ჩვენი ქალაქის ყველა ქუჩისა და შენობის ზეპირად აღწერა და რა მარტივია მათი მდებარეობის ფურცელზე გადატანა და აღბეჭდვა. აი რუქაც სწორედ ამიტომაა საუკეთესო გამოგონება!
პირველი რუქა, როგორც ცნობილია, თიხის ნაჭერზე შექმნეს და შემდეგ გამოწვეს. ეს ეგვიპტეში დაახლოებით, 4000 წლის წინ მოხდა. იმ დროს, მიწათმფლობელები რუქებზე თავიანთი მიწების ფართობებს აღბეჭდავდნენ, მეფეები კი თავიანთი სამეფოს საზღვრებს და ეს ყოველივე უპრობლემოდ ხდებოდა. მაგრამ როდესაც, მოგვიანებით ადამიანმა შორეული ადგილების რუქაზე გადატანა მოიწადინა, იგი დიდ სირთულეს გადააწყდა.
ამ დროს გამოჩნდა ვინმე ერატოსფენი, რომელიც ჩვენს ერამდე 276 წელს საბერძნეთში დაიბადა. მან მიწის დიამეტრი განსაზღვრა და ეს მონაცემები ზუსტთან მიახლოებული აღმოჩნდა. ერატოსფენის მეთოდიკამ პირველად გახადა შესაძლებელი შორი სივრცის აღწერა და შემდგომ მისი რუქაზე გამოსახვა.
თითქმის იმავე პერიოდში, ჰიპარხმა გამოთქვა აზრი, მსოფლიო რუქა მერიდიანებითა და პარალელებით, ორ თანაბარ ნაწილად გაეყოთ. ”ამ წარმოსახვითი ხაზების ზუსტ ადგილმდებარეობას, შემდეგ ზეცის შესწავლასთან ერთად დავადგენთ”, – ამბობდა იგი.
გავიდა დრო და კოლუმბის აღმოჩენამ, რუქების მიმართ ინტერესი ერთი ორად გაზარდა.
1570 წელს აბრაამ ორტელიუსმა ანტვერპენში რუქების პირველი კრებული გამოსცა (სურათზე).
თანამედროვე კარტოგრაფიის მამამთავრად კი ჰერადუს მერკატორი მიიჩნევა. მისი წიგნის ყდაზე გამოსახული გიგანტური ატლასი იყო გამოსახული და სწორედ, ამიტომ ვეძახით დღეს რუქების კრებულს, სხვას არაფერს, თუ არა – ”ატლასს”.