LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რატომ არის შუქნიშანი მაინცდამაინც წითელი, ყვითელი და მწვანე?

1931

სამყაროში მრავალი რამ არის ამოუხსნელი. აი მაგალითად: რატომ კრძალავს მოძრაობას მაინცადამაინც წითელი ფერი?

ავტომობილისტები იშვიათად თუ ჩაფიქრებულან საგზაო მოძრაობის კონტროლის მთავარი ობიექტის ფერთა გამაზე.

საქმე ის გახლავთ, რომ სულ პირველად სიგნალი არა ავტომობილებისთვის, არამედ მატარებლების კონტროლისთვის შეიქმნა. წითელი ფერი მრავალ კულტურაში საფრთხის სიმბოლოა. ის შორი მანძილიდან უფრო კარგად ჩანს, ვიდრე რომელიმე სხვა ფერი. წითელი ფერი აღნიშნავდა „სდექს“ ჯერ კიდევ ავტომობილების გაჩენამდე დიდი ხნით ადრე – ის მატარებლებს უჩვენებდა იყო თუ არა გზა თავისუფალი.

ხედვით სპექტრში, ტალღის სიგრძის მიხედვით, მწვანე ფერი წითლისა და ყვითლის შემდეგ არის და მისი შემჩნევაც ადვილია.

ყვითელი ფერი ადამიანს სიფხიზლისკენ მოუწოდებს და ისიც ისეთივე შესამჩნევია, როგორც წითელი. საავტომობილო წარმოების განვითარებასთან ერთად განვითარდა ტექნოლოგიაც და წითელი ფერი საბოლოოდ გახდა ამკრძალავი ნიშანი, ყვითელი კი გამაფრთხილებელი. ამიტომაც აშშ-ში, სკოლის ავტობუსები, ქვეითთა გადასასვლელები და სხვა ობიექტები სწორედ ამ ფერშია გადაწყვეტილი.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები