LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რატომ ატარებდა პრინცესა დიანა მოკლე ვარცხნილობას

188
Screenshot 2023-01-06 121242

პრინცესა დიანა წარმოუდგენელია მისი საფირმო მოკლე ვარცხნილობის გარეშე, რაც დიდი ხანია ლეგენდად იქცა. მაგრამ ცოტა ვინმემ თუ იცის, რამ გამოიწვია პრინცესასთვის ასეთი არატიპიური იერი. საკულტო სტილის შექმნაზე დიანას პირადმა სტილისტმა სემ მაკნაიტმა ისაუბრა. მისი თქმით, დღეს ყველასთვის ცნობადი იერი სრულიად შემთხვევით წარმოიშვა.

მაკნაიტმა გაიხსენა, რომ ეს მისი ლედი დისთან გაცნობის დღეს მოხდა, როდესაც უელსის პრინცესას ფოტოსესიაზე შეხვდა. დიანას პორტრეტების მთელი რიგი სერიისთვის პოზირება უწევდა და სტილისტმაც მისი თმა ისე მოაწყო, რომ ვარცხნილობა მოკლე გამოჩენილიყო. იმიტაციამ პრინცესას იერს კეთილშობილება შესძინა. მაკნაიტი მიხვდა, რომ ზუსტად მიზანში მოარტყა და თავად დიანაც აღფრთოვანებული იყო მოულოდნელი გარდასახვით.

მალე პრინცესამ მოკლე ევარცხნილობის იმიტაცია რეალობად აქცია. 90-იანების დასაწყისში ასეთი ვარცხნილობა მოდაში ნელ-ნელა შემოდიოდა, მაგრამ ლედი დის გამოისობით ის ნამდვილი მსოფლიო ტრენდი გახდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები