France Football-ის ჟურნალისტები ტურინში ჩავიდნენ რონალდოსთან ინტერვიუს ასაღებად. „ოქროს ბურთის“ ლაურეატს პარიზში 2 დეკემბერს იტყვიან. საინტერესოა რას უკავშირდება ეს ვიზიტი, ნეტა „ოქროს ბურთს“ პორტუგალიელს ხომ არ აძლევენ?
რონალდო: „ჩემზე რომ იყოს დამოკიდებული მარტო მნიშვნელოვან მატჩებში ვითამაშებდი, ნაკრებსა და ჩემპიონთა ლიგაზე“.
AS: „რეალი“ აპირებს გარეთ ბეილი ზამთარში მოიშოროს.
„რეალი“ არ იყიდის ფეხბურთელებს ზამთარში. ეს პერესის გადაწყვეტილებაა, რომელიც მწვრთნელების ანგარიშს ეფუძნება.
„სიტი“ აპირებს ესპანეთის ნაკრების გარემარბი ოიარსაბალი იყიდოს თუ სანე „ბაიერნში“ წავა.
„ინტერმა“ გამოაცხადა სარეკორდო შემოსავლებზე – 417 მლნ ევრო.
„ინტერი“ განიხილავს იანვარში ნემანია მატიჩის ყიდვის შესაძლებლობას.
რიბერი 3 მატჩით დასაჯეს სერია ა-ში ლაინსმენთან კონფლიქტის გამო.
„ფლამენგო“ ჩაერთო იბრაჰიმოვიჩისათვის ბრძოლაში.
სტამი „ფეიენოორდის“ მთავარი მწვრთნელობიდან წავიდა.
„საუთჰემპტონის“ ფეხბურთელებმა და მწვრთნელებმა „ლესტერთან“ მატჩამდე ხელფასი ქველმოქმედებისთვის გაიღეს. მერე ადგნენ და 0:9 წააგეს.
„მანჩესტერმა“ უარი თქვა ობამეიანგის ტრანსფერზე, რადგან ეჭვი ეპარებოდა ფეხბურთელის ადაპტაციაში.
„ლივერპულის“ მცველმა ტრენტ ალეკსანდერ-არნოლდმა 37 საგოლე სიტუაცია შემქნა – ყველაზე მეტი ტიპ 5 ლიგებში.