LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რატომ გადაიფიქრა Audi-მ ელექტროკროსოვერის პრეზენტაცია

102

Audi-მ ელექტრონული კროსოვერის პრეზენტაცია გადაიფიქრა. ავტომწარმოებელმა გააუქმა ოფიციალური ღონისძიება, რომელზეც e-tron Quattro-ს მსოფლიო პრემიერა უნდა შემდგარიყო.
გამოცემა „Financial Times”-ის ინფორმაციით, ასეთი გადაწყვეტილების მიზეზი ბრენდის აღმასრულებელი დირექტორის რუპერტ შტადლერის დაპატიმრება გახდა. ე.წ. „აუდის სამიტი“ 30 აგვისტოს ბრიუსელში უნდა ჩატარებულიყო, ამის ნაცვლად კი ღონისძიების ჩატარების ადგილად შტატები დასახელდა, ხოლო თუ როდისთვის გადაიდო ყველაფერი ამას გერმანელი მწარმოებელი ჯერჯერობით არ აზუსტებს.
რაც შეეხება დირექტორის დაპატიმრებას, მას ფინანსებთან დაკავშირებულ მაქინაციებში ადანაშაულებენ და შტადლერი ყველა ბრალდებას უარყოფს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები